თბილისში შაბათის მარში მიმდინარეობს
თბილისში შაბათის მარში მიმდინარეობს - მსვლელობამ სტარტი ავლაბრის მეტროდან აიღო და კანცელარიისკენ მიემართება.
დღეს პირველი მარშია მას შემდეგ, რაც 9 პატიმარი პატიმრობიდან გათავისუფლდა.
პატიმრების მშობლებს იმედი აქვთ, რომ მათი შვილებიც მალე გათავისუფლდებიან პატიმრობიდან.
პირველ რიგში იმ ბიჭებს, ვინც გაათავისუფლეს, მინდა გულითადად მივულოცო. ყველა ისინი ჩვენი შვილები არიან. ხოლო ის ბიჭები, ვინც იქ დარჩნენ, მინდა რომ მათააც ძალიან მალე მივულოცო თავისუფლება. ჩვენ ყველა ერთი ვართ, ყველა დედისთვის ყველა სინდისის პატიმარი, როგორც შვილი, ისეა", - ამბობს გიორგი ჩიკვაიძის დედა, ეკა წერეთელი.
დღევანდელი მარში ემიგრანტებს ეძღვნებათ - ხალხი ამბობს სამშობლოდან იძლებით წასულები საქართველოში უნდა დაბრუნდნენ.