რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

29.08.26 21:58
რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა 30 სექტემბრამდე გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსეთის მთავრობა ავრცელებს.

გადაწყვეტილება უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე რეკორდული რაოდენობის დარტყმების ფონზე მიიღეს, თუმცა რუსეთის მთავრობამ გადაწყვეტილება შიდა საწვავის ბაზარზე სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობით ახსნა.

„გადაწყვეტილება მიღებულია საწვავის შიდა ბაზარზე სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით“, - აცხადებს რუსეთის მთავრობა.

 

მსგავსი სიახლეები