დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები განახლდა

30.08.26 15:24
დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები განახლდა

დიდ დიღომში, დაურ ბუავას დროებით საცხოვრებელ სახლთან საგამოძიებო მოქმედებები განახლდა. სამართალდამცველები ადგილზე მას შემდეგ დაბრუნდნენ, რაც აფხაზი ბლოგერის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულთა წრე გაიზარდა.

ამ დროისთვის დაკავებულია სამი ადამიანი - ორი მამაკაცი და ერთი ქალი. „პირველების“ ინფორმაციით, ვიქტორია კირილიუკი, რომელიც თავდაპირველად განსაცდელში მიტოვების ბრალდებით დააკავეს, კლინიკა „ვივამედშია“ გადაყვანილი. მას დამატებით კვლევებს ჩაუტარებენ. ვალერია კირილიუკს საზოგადოებრივი ადვოკატიც დაენიშნა, თუმცა ხათუნა ჩხაიძე "პირველებთან" დეტალებზე ვერ საუბრობს.

ის, რომ კირილიუკი ბუავას მეზობლად ცხოვრობდა, მეზობლებიც ადასტურებენ. 

რაც შეეხება დღეს დაკავებულ ორ, 30 წლამდე მამაკაცს, ისინი დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან და ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა მამაკაცმა კირილიუკს ნარკოტიკული საშუალება უსასყიდლოდ გადასცა, რომელიც მან მოგვიანებით დაურ ბუავასთან ერთად მოიხმარა. უწყების ვერსიით, ამის შემდეგ ბუავა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ქალი კი მას დახმარების გარეშე ტოვებს და ბინის კარს გარედან კეტავს.

საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

მსგავსი სიახლეები