ბათუმში მეორე დღეა ზღვაში დაკარგულ ქალს ეძებენ
აჭარაში მეორე დღეა ზღვაში დაკარგულ ქალს ეძებენ. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ბათუმში, ძველი ბულვარის მიმდებარე სანაპირო ზოლში მიმდინარეობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაკარგულის საპოვნელად სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე აქტიურად გრძელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგული საქართველოს მოქალაქეა. ქალი 29 აგვისტოს ზღვაში შევიდა, რის შემდეგაც ნაპირზე აღარ დაბრუნებულა. მისი ძებნა იმავე დღეს დაიწყო და ამ დრომდე უშედეგოდ გრძელდება.