პუტინი ზელენსკის განცხადებას პასუხობს

02.09.26 10:24
პუტინი ზელენსკის განცხადებას პასუხობს

"ეს უბრალოდ განაცხადია სახელმწიფო ტერორიზმზე" - ასე პასუხობს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ურკაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას . ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„მე ასეთი განცხადებები არ მსმენია, მაგრამ თუ ისინი ხმამაღლა გაკეთდა, მაშინ ეს უბრალოდ განაცხადია სახელმწიფო ტერორიზმზე“, - განაცხადა რუსეთის ლიდერმა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის საჰაერო სივრცეში ფრენებთან დაკავშირებით საერთაშორისო ავიაკომპანიებს აფრთხილებს.

მისი განცხადებით, უკრაინული დრონების ოპერაციების გაფართოების ფონზე რუსეთის საჰაერო სივრცეში სამოქალაქო ავიაციისთვის რისკები შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

ზელენსკის თქმით, უკრაინა სამოქალაქო თვითმფრინავებს მიზანში არ იღებს, თუმცა რუსეთის ტერიტორიაზე დრონების გამოყენების მასშტაბი შესაძლოა გაიზარდოს.

უკრაინის პრეზიდენტმა ავიაკომპანიებსა და სადაზღვევო კომპანიებს მოუწოდა, არსებული რისკები გაითვალისწინონ.