სახალხო დამცველს ღარიბაშვილისთვის თვითმკვლელობების შესაძლო ინსცენირების საქმეებზე კითხვა არ დაუსვამს
სახალხო დამცველს ირაკლი ღარიბაშვილისთვის თვითმკვლელობების შესაძლო ინსცენირების საქმეებზე კითხვა არ დაუსვამს.
ლევან იოსელიანმა რუსთავის ციხე რამდენიმე წუთის წინ დატოვა. როგორც ომბუდსმენმა "პირველებთან" საუბარში განაცხადა, მას ექს-პრემიერთან წერილების და მისი შინაარისის შესახებ არ უსაუბრია.
ბატონი ირაკლი მოვინახულე, ვესაუბრე ყველა საკითხზე, რაც პატიმარს შეიძლება აწუხებდეს და ბუნებრვიია მაზე, რაზეც მე ვიყავი შესული, ამ გაუქმებულ პაემანთან დაკავშირებით. იცით რომ ეს პაემანი წამახალისებელ ხასიათს და ბატონი ირაკლი განცხადებით, ეს პაემანი გაუქმდა. ანალოგიური შეხვედრა მქონდა ციხის ადმინისტრაციასთან, რომელსაც არ აქვს ის განწყობა, რომელიც შეიძლება გულისხმობდეს ბატონი ირაკლის მიმართ იმ პოლიტიკის ცვლილებას, რაც აქამდე ჰქონდა. პერიოდულად ის ირებდა წამახალისებელი პაემნების უფლებას და ეს ამბავი რაც მოხდა, მათი განცხადებით დაკავშირებულია რარაც ინფრასტრუქტრულ საკითხთან, რემონტი მიმდინარეობდა გარკვეული პერიოდი და ამიტომ არ მოხდა მათი განცხადებით პაემნის ჩანიშვნა. თუმცა მათი განცხადებით, სამომავლოდ რაიმე ტიპის უარი, რომ მას მიეცეს ასეთი პაემნების შესაძლებლობა, ადმინისტრაცაის არ დაუფიქსირებია.
ერთი რამე შემიძლია გითხრათ, ჩვენ და პირიადად მე მაქსიმალურად ვამონიტორინგებთ მის მდგჰოპმარეობას, ისევე როგორც სხვებისას. რაღაც განსაკუთრებული უსაფრთხოების მიმართ პრეტენზიები არ გამოუთქვამს. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ციხის დირექტროს ის ნამდვილად ემადლიერება და ამბობს, რომ ეს ადამიანი მის მიმართ კარგად არის განწყობილი.
მის წერილებთან დაკავშირებით მე მასთან არ მისაუბრა. რაც შეეხება ინფორმაციას, რაც საჯარო წყაროებით გავრცელდა, თუ ეს ინფორმაცია არის დანაშაულებრივი ნიშნების შემცველი, ამაზე უნდა დაიწყოს გამოძიება და გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი. თუ გამოძიება დადგენილ ვადაში არ ახდენს რეაგირებას, აჭიანურებს პროცესს, სახლახო დამცველი და მისი აპარატი ერთვება ამ პროცესში", - ამბობს ლევან იოსელიანი.
საეჭვო თვითმკვლელობებზე ირაკლი ღარიბაშვილმა 1 სექტემბერს გამოქვეყნებულ რიგით მეხუთე წერილში ისაუბრა.
- "მდინარაძე-კობახიძის მმართველობის დროს არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებას აქვს კითხვები და მე საჯაროდ ვსვამ ამ კითხვებს" - წერს ღარიბაშვილი წერილში.
ერთადერთი ვისაც ექს-პრემიერი წერილში აკონკრეტებს ეს ლაზარე ჯორბენაძეა - გაზეთ "ასავალ-დასავალის" რესპოდენტი, რომელიც ორ თებერვალს ჟურნალიტს დიტო ჩუბინიძესთვის მიცემულ ინტერვიუში ირაკლი კობახიძეს დავით გარეჯის გაყიდვაში სდებს ბრალს, შემდეგ კი მას გარდაცვლილს პოულობენ.
ცნობისთვის, ლაზარე ჯორბენაძე აპრილის თვეში გარდაცვლილი იპოვეს. უფლებადამცველი 2026 წლის 2 თებერვალს “ასავალ დასავალთან“ მიცემულ ინტერვიუში, ამტკიცებდა, რომ საკუთარი თვალით იხილა აზერბაიჯანთან გაფორმებული დოკუმენტი დავით გარეჯის გადაცემასთან დაკავშირებით, რომელზეც ირაკლი კიბახიძის ხელმოწერა იყო დასმული.