რუსთავის ციხეში ირაკლი ღარიბაშვილთან მისი ცოლის და შევიდა

02.09.26 15:11
რუსთავის ციხეში ირაკლი ღარიბაშვილთან მისი ცოლის და შევიდა

რუსთავის ციხეში ირაკლი ღარიბაშვილთან ადვოკატის სტატუსით მისი ცოლის და, ნათია თამაზაშვილი შევიდა - მედიამ თამაზაშვილს ჰკითხა, გულისხმობდა თუ არა ექს-პრემიერი მის წერილში, სადაც ის თვითმკვლელობების სერიაზე საუბრობდა, თორნიკე რიჟვაძეს? ამ კითხვაზე ადვოკატმა არ უპასუხა - თქვა, მხოლოდ ის, რომ მსჯავრდებულის ნაცვლად თავად ვერ ისაუბრებს. 

ნათია თამაზაშვილმა მედიას არც ის უთხრა, აპირებს თუ არა დაპატიმრებული ყოფილი მაღალჩინინოსანი ახლო მომავალში მხილების მორიგ სერიას და გეგმავს თუ არა ციხიდან ახალი წერილის გავრცელებას. ადვოკატმა არც ამ კითხვას უპასუხა. 

ირაკლი უნდა მოვინახულო და შემდეგ შემეძლება რაიმე ვთქვა. ირაკლის რაც უნდოდა თქვა, მე მის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ", - თქვა ნათია თამაზაშვილმა. 

საეჭვო თვითმკვლელობებზე ირაკლი ღარიბაშვილმა 1 სექტემბერს გამოქვეყნებულ რიგით მეხუთე წერილში ისაუბრა.

  • "მდინარაძე-კობახიძის მმართველობის დროს არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებას აქვს კითხვები და მე საჯაროდ ვსვამ ამ კითხვებს" - წერს ღარიბაშვილი წერილში.

ერთადერთი ვისაც ექს-პრემიერი წერილში აკონკრეტებს ეს ლაზარე ჯორბენაძეა - გაზეთ "ასავალ-დასავალის" რესპოდენტი, რომელიც ორ თებერვალს ჟურნალიტს დიტო ჩუბინიძესთვის მიცემულ ინტერვიუში ირაკლი კობახიძეს დავით გარეჯის გაყიდვაში სდებს ბრალს, შემდეგ კი მას გარდაცვლილს პოულობენ.

ცნობისთვის, ლაზარე ჯორბენაძე აპრილის თვეში გარდაცვლილი იპოვეს. უფლებადამცველი 2026 წლის 2 თებერვალს “ასავალ დასავალთან“ მიცემულ ინტერვიუში, ამტკიცებდა, რომ საკუთარი თვალით იხილა აზერბაიჯანთან გაფორმებული დოკუმენტი დავით გარეჯის გადაცემასთან დაკავშირებით, რომელზეც ირაკლი კიბახიძის ხელმოწერა იყო დასმული.  

მსგავსი სიახლეები