ღარიბაშვილი ივანიშვილს ანიშნებს, შენი დავალებით იმან თავი რომ მოიკლა, მაგას ვიტყვიო - გიორგი მუხიგულაშვილი

02.09.26 16:08
ღარიბაშვილი ივანიშვილს ანიშნებს, შენი დავალებით იმან თავი რომ მოიკლა, მაგას ვიტყვიო - გიორგი მუხიგულაშვილი

ერთ დროს ივანიშვილთან და მის გუნდთან დაახლოებული გიორგი მუხიგულაშვილი, რომელიც ემიგრაციაში ყოფნის მიუხედავად, "ოცნების" რიგებში თავის კავშირებს ინარჩუნებს, ამბობს, რომ ღარიბაშვილის ბოლო წერილი, სადაც ექს-პრემიერი თვითმკვლელობებზე საუბრობს, სხვა არაფერია, თუ არა ივანიშვილისთვის მინიშნება, რომ "შენი დავალებით იმან თავი რომ მოიკლა, მაგას ვიტყვიო". 

"ისე რა უცნაურია ხო? ყოფილი მოქმედ პრემიერს მკვლელობაში ადანაშაულებს და ხალხი დუმს" - წერს სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში გიორგი მუხიგულაშვილი.

რეალურად, საქმე სხვაგვარად არის. 🙂
ღარიბაშვილი ბიძინას ერთ ამბავს უყვება, რომელიც რეალურად მაგრად კიდია; უბრალოდ იმას ანიშნებს — შენი დავალებით იმან თავი რომ მოიკლა, მაგას ვიტყვიო. 😑
იმან, ვისზეც ხალხს რეაქცია ექნებაო .
ისე რა უცნაურია ხო? ყოფილი მოქმედ პრემიერს  მკვლელობაში ადანაშაულებს და ხალხი დუმს", - წერს გიორგი მუხიგულაშვილი. 

საეჭვო თვითმკვლელობებზე ირაკლი ღარიბაშვილმა 1 სექტემბერს გამოქვეყნებულ რიგით მეხუთე წერილში ისაუბრა.

  • "მდინარაძე-კობახიძის მმართველობის დროს არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებას აქვს კითხვები და მე საჯაროდ ვსვამ ამ კითხვებს" - წერს ღარიბაშვილი წერილში.

ერთადერთი ვისაც ექს-პრემიერი წერილში აკონკრეტებს ეს ლაზარე ჯორბენაძეა - გაზეთ "ასავალ-დასავალის" რესპოდენტი, რომელიც ორ თებერვალს ჟურნალიტს დიტო ჩუბინიძესთვის მიცემულ ინტერვიუში ირაკლი კობახიძეს დავით გარეჯის გაყიდვაში სდებს ბრალს, შემდეგ კი მას გარდაცვლილს პოულობენ.

ცნობისთვის, ლაზარე ჯორბენაძე აპრილის თვეში გარდაცვლილი იპოვეს. უფლებადამცველი 2026 წლის 2 თებერვალს “ასავალ დასავალთან“ მიცემულ ინტერვიუში, ამტკიცებდა, რომ საკუთარი თვალით იხილა აზერბაიჯანთან გაფორმებული დოკუმენტი დავით გარეჯის გადაცემასთან დაკავშირებით, რომელზეც ირაკლი კიბახიძის ხელმოწერა იყო დასმული.