მზად არის თუ არა ღარიბაშვილი კობახიძე-მდინარაძის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად? - რა ინფორმაცია გამოიტანა ციხიდან ექს-პრემიერი ცოლის დამ
მზად არის თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი კობახიძე-მდინარაძის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად? - ეს კითხვა "პირველების" ჟურნალისტმა რუსთავის ციხიდან გამოსულ ექს-პრემიერის ცოლის დას დაუსვა. ნათია თამაზაშვილი ირწმუნება, რომ "ამ საკითხზე მას და ირაკლის არ უსაუბრიათ".
- ცნობისთვის ეს კითხვა საზოგადოებაში და პოლიტიკურ წრეებში მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ღარიბაშვილმა ციხიდან გამოგზავნილ ბოლო წერილში თვითმკვლელობების სერიაზე ისაუბრა და თქვა, რომ მდინარაძე-კობახიძის მმართველობის დროს არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით არსებობს კითხვები.
თამაზაშვილი, რომელიც პენიტენცირუ დაწესებულებაში ადვოკატის სტატუსით იმყოფებოდა, ჟურნალისტებტან არც იმას ამბობს, რა გეგმა აქვს ღარიბაშვილს და აპირებს თუ არა კიდევ ერთი მამხილებელი წერილის გავრცელებას.
გეგმებზე ვერ ვისაუბრებ ამ შემთხვევაში და თუ რაიმე იქნება დამატებით, რასაც გადავწყვეტთ, რომ უნდა იყოს ცნობილი, აუცილებლად ვიტყვით.
განცხადებაში ძალიან კარგად ჰქონდა ახსნილი, რა და როგორ, დამატებით, ამ ეტაპზე ვერაფერს მოგახსენებთ. ძალიან ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მაგრამ დამატებით ვერაფერს გეტყვით", - ამბობს ნათია თამაზაშვილი.
ჟურნალისტებმა ადვოკატს ასევე ჰკითხეს, რას ფიქრობს ღარიბაშვილი მმართველი გუნდის მიერ გაკეთებულ ბოლო განცხადებაზე, რომლებმაც თქვეს, რომ "ყოფილი პრემიერი, „ნაცმოძრაობა“ და ქვეყნის მტრები ერთ ენაზე საუბრობენ":
„რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებით რა უნდა გითხრათ, ირაკლი მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება რადიკალურ ოპოზიციას ებრძოდა, დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - აცხადებს თამაზაშვილი.
კითხვაზე, თუ რამდენად არის ღარიბაშვილის უსაფრთხოება დაცული, ადვოკატი ამბობს, რომ - "შიშებზე საუბარს ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ დავიწყებ, ირაკლის რისი თქმაც უნდოდა, განაცხადა თავის განცხადებებში".
მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს ამ ეტაპზე ახალი გზავნილები არ აქვს.
„ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით ამ საკითხთან დაკავშირებით. საწინააღმდეგო ამ ეტაპისთვის არაფერი მომისმენია. შიშებზე საუბარს ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ დავიწყებ, ირაკლის რისი თქმაც უნდოდა, განაცხადა თავის განცხადებებში და ვფიქრობ, ძალიან მკაფიო და ნათელია. ამ ეტაპზე ახალი გზავნილები არ აქვს, დარწმუნებული ვარ, თუ რამე ექნება თავისი პოზიცია და ვფიქრობ, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებითაც თავისი ღირსეული პასუხი ექნება. ბრძოლა ამ შემთხვევაში საკუთარი თავის და ოჯახის დაცვაში გამოიხატება და დანარჩენი მივყვებით პროცესს “, - აცხადებს თამაზაშვილი.
საეჭვო თვითმკვლელობებზე ირაკლი ღარიბაშვილმა 1 სექტემბერს გამოქვეყნებულ რიგით მეხუთე წერილში ისაუბრა.
- "მდინარაძე-კობახიძის მმართველობის დროს არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებას აქვს კითხვები და მე საჯაროდ ვსვამ ამ კითხვებს" - წერს ღარიბაშვილი წერილში.
ერთადერთი ვისაც ექს-პრემიერი წერილში აკონკრეტებს ეს ლაზარე ჯორბენაძეა - გაზეთ "ასავალ-დასავალის" რესპოდენტი, რომელიც ორ თებერვალს ჟურნალიტს დიტო ჩუბინიძესთვის მიცემულ ინტერვიუში ირაკლი კობახიძეს დავით გარეჯის გაყიდვაში სდებს ბრალს, შემდეგ კი მას გარდაცვლილს პოულობენ.
ცნობისთვის, ლაზარე ჯორბენაძე აპრილის თვეში გარდაცვლილი იპოვეს. უფლებადამცველი 2026 წლის 2 თებერვალს “ასავალ დასავალთან“ მიცემულ ინტერვიუში, ამტკიცებდა, რომ საკუთარი თვალით იხილა აზერბაიჯანთან გაფორმებული დოკუმენტი დავით გარეჯის გადაცემასთან დაკავშირებით, რომელზეც ირაკლი კიბახიძის ხელმოწერა იყო დასმული.