ღარიბაშვილის ცოლის და განმარტავს, რატომ გაუჩნდა ექს-პრემიერს კითხვები ჯორბენაძის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით

03.09.26 20:24
ღარიბაშვილის ცოლის და განმარტავს, რატომ გაუჩნდა ექს-პრემიერს კითხვები ჯორბენაძის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით

 

 

პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერის ცოლის და, ადვოკატი ნათია თამაზაშვილი მედიასთან განმარტავს, რატომ გაუჩნდა ირაკლი ღარიბაშვილს კითხვები ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით.

თამაზაშვილი, რომელიც დღეს რუსთავის ციხეში გამომძიებლების მიერ ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვას ესწრებოდა, ამბობს, რომ  ექს-პრემიერმა მასთან ივლისში შეგზავნილი წერილი 12 თებერვალს შეგზავნილ სტატიას დააკავშირა, შემდეგ გაიგო, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების შესახებ და კითხვები გაუჩნდა. 

ირაკლიმ თავისივე აღნიშნა, რაც მისთვის იყო ცნობილი და დღესაც, გამოკითხვის დროს იგივე ფაქტები დაადასტურა. "მოარული" ეს სიტყვა იქ არავის უხსენებია. როდესაც ივლისში პირველად მიუვიდა წერილი, პრიველ პუნქტად აღნიშნული იყო დიტო ჩუბინიძე, მათ შორის. დიტო ჩუბინიძის გვარის არსებობა აინტერესებდა, თუ რატომ იყო მაინცდამაინც ის, როცა სხვა ადამიანებიც, ვინც მასზე დადებითად საუბრობდა. როდესაც დააკავშირა ფაქტები, გაახსენდა, რომ 12 თებერვალს სტატია შეგზავნილ იქნა, სადაც იყო იმ კითხვების თაობაზე... ამ შემთხვევაში დააკავშირა ინფორმაცია და რამოდენიმე დღის წინ, როგორც თავადაც აღნიშნა, საუბრის დროს გაიგო, რომ ის რესპოდენტი, აწ უკვე გარდაცვლილი ადამიანის გარდაცვალების შესახებ და ამიტომაც სხვა დეტალებით საჯაროდ გამოიტანა და საჯაროდ დასვა კითხვაც. თვითმკვლელობებეზე, რაც ირაკლის ჰქონდა საჯარო განცხადებაში, მაგაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი. თუ თვითონ ჩათვლის რაიმეს კიდევ საჯაროდ, იტყვის, მე მის მაგივრად ვერ ვისაუბრებ", - თქვა ნათია თამაზაშვილმა. 

3 სექტემბერს პროკურატურამ საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ გამოკითხავენ იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წერილში დასახელებულ თვითმკვლელობის საქმეებზე კომენტარი გააკეთეს. გამოსაკითხთა სიაშია თავად ირაკლი ღარიბაშვილიც.

მთავარ საგამოძიებო ორგანოში აღნიშნავენ, რომ მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.

საეჭვო თვითმკვლელობებზე ირაკლი ღარიბაშვილმა 1 სექტემბერს გამოქვეყნებულ რიგით მეხუთე წერილში ისაუბრა.

  • "მდინარაძე-კობახიძის მმართველობის დროს არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებას აქვს კითხვები და მე საჯაროდ ვსვამ ამ კითხვებს" - წერს ღარიბაშვილი წერილში.

ერთადერთი ვისაც ექს-პრემიერი წერილში აკონკრეტებს ეს ლაზარე ჯორბენაძეა - გაზეთ "ასავალ-დასავალის" რესპოდენტი, რომელიც ორ თებერვალს ჟურნალიტს დიტო ჩუბინიძესთვის მიცემულ ინტერვიუში ირაკლი კობახიძეს დავით გარეჯის გაყიდვაში სდებს ბრალს, შემდეგ კი მას გარდაცვლილს პოულობენ.

ცნობისთვის, ლაზარე ჯორბენაძე აპრილის თვეში გარდაცვლილი იპოვეს. უფლებადამცველი 2026 წლის 2 თებერვალს “ასავალ დასავალთან“ მიცემულ ინტერვიუში, ამტკიცებდა, რომ საკუთარი თვალით იხილა აზერბაიჯანთან გაფორმებული დოკუმენტი დავით გარეჯის გადაცემასთან დაკავშირებით, რომელზეც ირაკლი კიბახიძის ხელმოწერა იყო დასმული.