ელიზაბარაშვილის ადვოკატი პროკურატურას პასუხობს
თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი, ლექსო სვიმონიშვილი ამბობს, რომ პროკურატურამ ის კადრები გამოაქვეყნა, რომლებიც თავად ჩათვალეს, რომ მათ წარდგენილ ბრალდებას გაამყარებდა.
უფლებადამცველი ამტკიცებს, რომ კადრებში კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩანს.
სვიმონიშვილი ფიქრობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩეს, თუმცა სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაოს შესთავაზებს.
პროკურატურამ გამოაქვეყნა ის კადრები, რომლებიც თავად ჩათვალეს, რომ მათ წარდგენილ ბრალდებას გაამყარებდა. თუმცა, საზოგადოებამ ნახა, რომ ამ კადრებში არაფერი კანონის საწინააღმდეგო არ ჩანს. ახლახან ვნახე ეს კადრები, სადაც ამბობს, რომ თითქოს, თამაზ ელიზბარაშვილი, სავარადუდოდ, იარაღით ემუქრება, იარაღი არსად ჩანს და არცერთი მოწმე არ ადასტურებს, რომ თამაზ ელიზბარაშვილს თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი.
აღკვეთის ღონისძიების პროცესი ჩატარდება, პროკურატურას მიმართული აქვს და შუამდგომლობა პატიმრობასთან დაკავშირებით დააყენა, ჩვენ ამ შუამდგომლობას არ დავეთანხმებით და გვექნება შუამდგომლობა, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი შეფასებით, საერთოდ აღკვეთის გარეშე უნდა დარჩეს აღნიშნული ბრალდებული, თუმცა, ალტერნატივცის სახით შევთავაზებთ გირაოს. ოფიციალურად, გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა ოპერატიული ინფორმაცია, რომელიც ერთ-ერთ გამომძიებელს მიეწოდა, - განაცხადა სვიმონიშვილმა.
საქართველოს მთავარი პროკურატურა ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის საქმესთან დაკავშირებით სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს ავრცელებს - საუბარია რესტორან "სხვა"-ს სამეთვალყურეო კამერის ვიდეოჩანაწერზე, სადაც ჩანს ელიზბარაშვილი.
უწყება ამტკიცებს, რომ მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, რესტორანში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ბიზნესმენი ტერიტორიაზე შეიარაღებული მივიდა.
- "თამაზ ელიზბარაშვილი დაემუქრა დაზარალებულს და მასთან ერთად მყოფ პირებს... [მოგვიანებით] მუქარის აღსრულების მიზნით ის შემთხვევის ადგილზე ბრუნდება, რა დროსაც ხელი დემონსტრაციულად აქვს ჩაყოფილი მოსაცმელის უბეში..." - წერს უწყება ვიდეოს აღწერაში.
- ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი პირველ სექტემბერს მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
- 3 სექტემბერს პროკურატურამ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ბიზნესმენს სისხლის სამართლის კოდექსის მუქარის მუხლით ბრალდება წარუდგინა.
- ცნობილია, რომ 1 სექტემბერს გაჩხრიკეს ელიზბარაშვილის მანქანა და საცხოვრებელი სახლი. მაშინ შსს-ში თქვეს, რომ სამართალდამცავები საგამოძიებო მოქმედებებს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუქარისა და 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ატარებდნენ.
- ბიზნესმენი დაკავების დღიდან შიმშილობს და ამტკიცებს, რომ მას პროვოკაცია მოუწყვეს.