რიჟვაძე-ჯორბანაძის ნათესაური კავშირის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ, საზოგადოებაში უფრო მეტი კითხვა გააჩინა

05.09.26 17:16
რიჟვაძე-ჯორბანაძის ნათესაური კავშირის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ, საზოგადოებაში უფრო მეტი კითხვა გააჩინა

სამ საათზე მეტია დიღმის სამმართველოში გარდაცვლილი ლაზარე ჯორბენაძის მეგობარი და თანაპარტიელი, გიორგი ლილუაშვილი იკითხება. 

პარტია "საქართველოს" წევრმა დაკითხვაზე შესვლის წინ თქვა, რომ ჯორბენაძე თორნიკე რიჟვაძის დეიდაშვილია და რომ მათი თვითმკვლელებები საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს. ამ კომენტარის შემდეგ საზოგადოებაში უფრო მეტი კითხვა გაჩნდა ლაზარე-ზურა ჯორბენაძის თვითმკვლელობის ვერსიასთან დაკავშირებით. 

"ტვ პირველი" აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის დას დაუკავშირდა და კითხვა რიჟვაძის და ჯორბენაძის ნათესაურ კავშირზე დაუსვა, თუმცა თორნიკე რიჟვაძის დამ კითხვის გაგების შემდეგ ტელეფონი გაგვითიშა. 

"პირველებმა" სატელეფონო კავშირზე გასვლა მოახერხა გიორგი ლილუაშვილთან, რომელიც ამ წუთებში დიღმის სამმართველოში დაკითხვის ოთახიდან გამოსულია, რადგან შესვენებაა გამოცხადებული. ლილუაშვილმა ჩვენთან საუბარში ისევ დაადასტურა, რომ ჯორბენაძეს და რიჟვაძეს ახლო ნათესაური კავშირი აკავშირებდათ - დამატებით დეტალებზე კი თქვა, რომ დაკითხვის დასრულების შემდეგ ისაუბრებს. 

მე ჩვენებას ვაძლევ, რა ინფორმაცია მაქვს და რაც ჩემთვის არის ცნობილი ზურაბ-ლაზარე ჯორბენაძესთან დაკავშირებით- სად მოღვაწეობდა, რა ინფორმაცია მაქვს და შესაბამისად, ვის შუეძლია რომ დამატებითი ინფორმაცია მიაწოდონ. ჯორბენაძის გვარს კი არ იყო გადამტერებული, იქ ყველა ვინც იყო შესული, მისი ძმის მეშვეობით მოხვდა და როგორ იყვნენ მოხვედრილები მოსამართლეები და პროკურორები, იმას საუბრობდა", - ამბობს გიორგი ლილუაშვილი. 

საქმე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საპატიმროდან გამოქვეყნებულ წერილს უკავშირდება. ყოფილმა პრემიერმა კითხვები დასვა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალურ მიზეზებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საზოგადოებაში პასუხგაუცემელი კითხვები რჩება რამდენიმე ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტზე, რომლებიც, მისი თქმით, „კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“ მოხდა.

ღარიბაშვილის წერილისა და სხვა საჯარო განცხადებების შემდეგ პროკურატურამ განაცხადა, რომ შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს არაერთი პოლიტიკოსი და საზოგადოებისთვის ცნობილი პირი, მათ შორის ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი და სხვები.

რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის საქმეს, პროკურატურის ვერსიით რიჟვაძემ  7 ივლისს, საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის სახლში, თვითმკვლელობა ალექსი ახვლედიანის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღით მიიყანა. საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა სსკ-ის კოდექსით 115-ე მუხლით არის აღძრული. 

ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი სსკ-ის 238-ე მუხლით დააკავეს, მოგვიანებით კი 30 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.