თამაზ ელიზბარაშვილი კვლავ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში

09.09.26 11:12
თამაზ ელიზბარაშვილი კვლავ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში

 

 

თამაზ ელიზბარაშვილი კვლავ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია - მეორე ინსტანციის სასამართლომ ბიზნესმენისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებულ პატიმრობაზე უნდა იმსჯელოს, თუმცა როდის ეს უცნობია. ადვოკატ ლალი აფციაურის განცხადებით, დაცვის მხარისთვის ჯერ არ უცნობებიათ, როდის ჩაინიშნება სხდომა სააპელაციოში. 

უფლებადამცველი "პირველებთან" ბრალის აბსურდულობაზე საუბრობს და ამბობს, რომ პროკურატურის ვერსია, რომ ელიზბარაშვილს ხელი ჰქონდა ტანისამოსში, არაფერს ამტკიცებს.

ლალი აფციაურის თქმით, ხელის ასეთი მდგომარეობა დაკავებული ბიზნესმენისთვის ჩვეული მდგომარეობაა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. 

ამ ეტაპზე ჩემთვის არ არის ცნობილი არაფერი. ჩემთვის არანაირი ინფორმაცია არავის არ მოუტანია. ყოველი შემთხვევისთვის განხილული არის თუ არა ცოტა მოგვიანებით მეცოდინება. ბრალი ისეთია, რომ არ გაასაჩივრო დანაშაულია. ბრალი და შემადგენლობა, რაც საქმის მასალებით იკვეთება, ისეთია, მართლა დანაშაულია, რომ არ გაასაჩივრო, იმიტომ, რომ 151-ე მუხლს სულ სხვა შემადგენლობა აქვს, ბრალში სულ სხვა რაღაცები გვიწერია.  მერე ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუნდაც გუშინდელი კადრები, ის, რომ თურმე ხელი ჰქონდა სადღაც ტანისამოსში. როდესაც სახლიდან გამოჰყავთ დაკავებული თამაზ ელიზბარაშვილი, ზუსტად იგივე მდგომარეობაში უკავია ხელი. ეს ხელის მოძრაობა, რომელსაც უთვლიან, რომ მას ვთქვთ ჰქონდათ რაღაცა საგანი, ეს ხელის მოძრაობა არის ბუნებრივი. როდესაც ადამიანს გულის სერიოზული პრობლემები აქვს, წნევა 200 და იმის ზემოთ, ადამიანისთვის მომაკვდინებელია. აქედან გამომდინარე, მისი ცხოვრებისეული ჩვეულებრივი სტილია", - ამბობს ადვოკატი. 

ცნობისთვის, დაკავებული ბიზნესმენის, თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატმა, ლექსო სვიმონიშვიმა გუშინ ღამით რესტორან "სხვა"-ში მომხდარი ინციდენტის ვიდეო ჩანაწერი გაასაჯაროვა. 

კადრებში ბიზნესმენსა და "იმედის" თანამშრომლებს შორის რესტორნის საპირფარეშოში მომხდარი ინციდენტის დასაწყისი ჩანს. 

პოკურატურა ამტკიცებს, რომ სწორედ ამ ინციდენტის შემდეგ "დაემუქრა" 7 კაცს ელიზბარაშვილი, რამაც საგამოძიებო უწყების თქმით, "დაზარალებულების საფუძვლიანი შიში გამოიწვია".

რა ვიცით თამაზ ელიზბარაშვილის დაკავების საქმეზე?

ბიზნესმენი პირველ სექტემბერს მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

3 სექტემბერს პროკურატურამ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ბიზნესმენს სისხლის სამართლის კოდექსის მუქარის მუხლით ბრალდება წარუდგინა.

ცნობილია, რომ 1 სექტემბერს გაჩხრიკეს ელიზბარაშვილის მანქანა და საცხოვრებელი სახლი. მაშინ შსს-ში თქვეს, რომ სამართალდამცავები საგამოძიებო მოქმედებებს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუქარისა და 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ატარებდნენ.

ბიზნესმენი დაკავების დღიდან შიმშილობს და ამტკიცებს, რომ მას პროვოკაცია მოუწყვეს.

ამის პარალელურად, გაირკვა იმ ადამიანების ნაწილის ვინაობა, რომლებიც პროკურატურამ ე.წ. მუქარის საქმეზე დაზარალებულად ცნო. 

  • სულ საქმეში 7 დაზარალებული ფიგურირებს - შაკო კუჭაშვილი, ჯაბა ხუბუა, სანდრო გამსახურდია, ნიკა კლდიაშვილი.  3 ადამიანის ვინაობა საჯარო სივრცეში არ გაჟღერებულა.

შაკო კუჭაშვილმა "პირველებთან" თავად დაადასტურა, რომ ის საქმის ფიგურანტია. ჯაბა ხუბუასა და ნიკა კლდიაშვილის შესახებ სასამართლოზე გახდა ცნობილი, ხოლო ინფორმაცია რომ რესტორანში სანდრო გამსახურდიაც იმყოფებოდა,  რადიო თავისუფლებამ დაწერა. ოთხივე მათგანი სანქცირებულ TV "იმედზე" მუშაობს.

საქართველოს მთავარამ პროკურატურა  მოგვაინებით ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის საქმესთან დაკავშირებით სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გაავრცელა  - საუბარია რესტორან "სხვა"-ს სამეთვალყურეო კამერის ვიდეოჩანაწერზე, სადაც ჩანს ელიზბარაშვილი.

უწყება ამტკიცებს, რომ მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, რესტორანში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ბიზნესმენი ტერიტორიაზე შეიარაღებული მივიდა.  

  • "თამაზ ელიზბარაშვილი დაემუქრა დაზარალებულს და მასთან ერთად მყოფ პირებს... [მოგვიანებით] მუქარის აღსრულების მიზნით ის შემთხვევის ადგილზე ბრუნდება, რა დროსაც ხელი დემონსტრაციულად აქვს ჩაყოფილი მოსაცმელის უბეში..." - წერს უწყება ვიდეოს აღწერაში. 

 

მსგავსი სიახლეები