უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროები ოთარ რომან-ფარცხალაძის მუქარას პასუხობენ
უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროების პასუხი ოთარ რომან-ფარცხალაძის მუქარას - "ქართული ეროვნული ლეგიონის" მეთაური, მამუკა მამულაშვილი ფრონტის ხაზიდან უთვლის ყოფილ გენ-პროკურორს, რომ პასუხისთვის მოემზადოს.
მამუკა მამულაშვილი "პირველებთან" საუბარში ამბობს, რომ ოთარ ფარცხალაძე თავისი მუქარით ვერავის შეაშინებს, თავად კი ამის გამო აუცილებლად დაისჯება.
რუსეთმა ქართული ლეგიონი ნამდვილად შეიტანა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში. არაერთი დეზინფორმაციური კამპანია იყო წამოწყებული ქართული ლეგიონის წინააღმდეგ. პირდაპირ ომს გვიცხადებენ, ვხედავთ, რომ ქმნიან ბატალიონებს სპეციალურად იმისთვის, რომ ჩვენ გვებრძოლონ. დაისჯება ნამდვილად ფარცხალაძე. სასაცილოა, რომ ის ცდილობს შეაშინოს სამხედრო დანაყოფი. მინდა იცოდეს ფარცხალაძემ, რომ ძალიან მკაცრად აღვიქვამთ ამ ყველაფერს და სადაც საჭიროა იქ გავცემთ პასუხს". - აცხადებს მამუკა მამულაშვილი.
ქართული ლეგიონის უპილოტო სისტემების მეთაური, დიმიტრი ჩიტიშვილი კი აცხადებს, რომ "კოლაბორანტის მუქარა მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ მტერს მათ მიერ დარტყმული დრონები ყველაზე მეტად სტკივა".
მებრძოლის თქმით, მოღალატეებს ისტორია არ პატიობს და ფარცხალაძეც საკადრისად დაისჯება.
მოსკოვში გაქცეული კოლაბორანტის მუქარა ჩვენთვის მხოლოდ ერთი რამის მანიშნებელია, რომ ჩვენი დრონები ზუსტად იქ ურტყამს, სადაც მტერს ყველაზე მეტად სტკივა. ის ემსახურება იმ რეჟიმს, რომელსაც ჩვენ ყოველდღირუად ვანადგურებთ, ამიტომ, სანამ ის ტელევიზიით იმუქრება, ჩვენ ჩვენ საქმეს ვაკეთებთ. მოღალატეებს ისტორია არ პატიობს. მას მუქარით უნდა, რომ დაამტკიცოს თავისი ერთგულება. ალბათ მოუვიდა გაწვევა ჯარში და უნდა თავი გამოიჩინოს, რათა მთლად წინა ხაზზე არ გაუშვან",- ამბობს ქართული ლეგიონის უპილოტო სისტემების მეთაური, დიმიტრი ჩიტიშვილი.
ლადო გამსახურდია, რომელიც კავკასიის ლეგიონის მეთაურია, ფიქრობს, რომ რუსეთი ფარცხალაძისგან არა საბრძოლო, არამედ პოლიტიკურ პროექტს ქმნის.
მისგან აკეთებენ არა საბრძოლო, არამედ პოლიტიკურ პროექტს ჩვენს საპირწონედ, რომ თითქოს ქართველები იბრძვიან რუსეთის მხარეს. როგროც ასეთი შეუძლიათ ხალხის მოზიდვა საქართველოდან და დარევბორკება.
კავკასიის ცენტრის დაზვერვის დირექტორი, მიხეილ ბატურინი კი ფარცხალაძეს უთვლის, რომ წაიყვანოს მისი დააყოფის წევრები და მათთან ჩავიდეს - "ოთარ შენ წამოიყვანე ბევრი შენნაირი და აქ წამოდი და აქ ჩვენ დაგვხდებით"
ფარცხალაძემ რომელმაც რუსეთში მოხალისეთა ქვედანაყოფი „გეორგიევსკი“ ჩამოაყალიბა, ქართველს სამხედროებს დაემუქრა და მათ "სამხედრო დამნაშავეები" უწოდა.