მოქალაქეები წერენ, რომ ვარძიის ნაწილი საფრთხის გამო დაკეტეს
მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ისტორიული ძეგლის, ვარძიის ნაწილი საფრთხის გამო დაკეტეს -ხალხის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაახლოებით 4 თვეა, რაც ვარძიაში, გვირაბების ბოლო ნაწილი უსაფრთხოების გამო ჩაკეტილია
"4 თვეა, გადაღობეს უბრალოდ და შესაკეთებლად ხელი არავის გაუნძრევია! ვარძიის 50% ნგრევის საფრთხის ქვეშაა და ნეტავ, ამ დროს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო რას მიკეთებს?" - წერენ მოქალაქეები.
ვარძიაც თავზე გვენგრევა?
დაახლოებით 4 თვეა, რაც ვარძიაში, გვირაბების ბოლო ნაწილი ჩაკეტილია - უსაფრთხოების გამო.
4 თვეა, გადაღობეს უბრალოდ და შესაკეთებლად ხელი არავის გაუნძრევია!
არც კი მისულა არავინ, შესამოწმებლად.
გუშინ, სულაც ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის უკან, სახიზართან დამხვდა ეს ბარიკადები - ჩვენივე უსაფრთხოების სახელით.
გამოვიცნობ: თვეები გავა და ასე იქნება ჩაკეტილი ეს გვირაბები, არავინ მივა შესამოწმებლად, შესაკეთებლად.
კომპლექსის 50% ვეღარ ნახულობ, ფაქტობრივად.
ვარძიის 50% ნგრევის საფრთხის ქვეშაა და ნეტავ, ამ დროს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო რას მიკეთებს?
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია • Georgian National Tourism Administration , წინა გვირაბზეც ახლა გაიგებთ, დარწმუნებული ვარ და ბარემ, ორივე ერთად რომ იცოდეთ!"- წერს მოქალაქე.