ცხინვალიდან გამოძევებული მეარაყიშვილი 14 აგვისტოდან მინისტრს თეა ახვლედიანთან შეხვედრას ითხოვს

12.09.26 10:34
ცხინვალიდან გამოძევებული მეარაყიშვილი 14 აგვისტოდან მინისტრს თეა ახვლედიანთან შეხვედრას ითხოვს

სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრას 14 აგვისტოდან ითხოვს -  ქალი, რომელიც ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენი საქართველოდან იძულებით გამოაძევა, ამბობს რომ უკვე კვირებია ცდილობს თეა ახვლედიანთან დაკავშირებას, მაგრამ მას გამუდმებით ერთი და იმავეს უმეორებენ და ეუბნებიან რომ მინისტრი დაკავებულია.

ახალგორიდან იძულებით გამოძევებული ქალი, ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. არსებობს საფრთხე რომ ის ნაქირავები ბინის გარეშე დარჩეს, რადგან მას ფიზიკურად აღარ შეუძლია თანხის გადახდა. 

მეარაყიშვილი ამბობს, რომ მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია სწორედ სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან შეხვედრა, საკუთარი პრობლემების პირადად განხილვა და მისგან კონკრეტული დაპირების მიღება, რომ სანამ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, სახელმწიფო მას საცხოვრებლით უზრუნველყოფს.

„მე არ ვითხოვ საჩუქრად ბინას. მინდა, სანამ აქ ვარ და სანამ დაბრუნების შესაძლებლობა არ მაქვს, სახელმწიფომ უზრუნველყოს ჩემი საცხოვრებლით“, – ამბობს ის.

მეარაყიშვილის თქმით, მისთვის განსაკუთრებით გაუგებარია, რატომ არ ინტერესდება სახელმწიფო მისი მდგომარეობით.

მსგავსი სიახლეები