პროკურორი: მკვლელობის დროს არასრულწლოვანი 17 წლის ბიჭს მიმართავდა სიტყვებით - „მიიღე ის, რაც გინდოდა“
17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობის თვითმხილველია ბრალდებული არასრულწლოვანის მეგობარია - როგოროც საქმის პროკურორი, ქეთი სონიძე აცხადებს, სწორედ მან დაინახა, როგორ დაარტყა დანა დაკავებულმა გარდაცვლილს და უთხრა "მიიღე ის, რაც გინდოდაო".
პროკურორის თქმით ბრალდებულს ხუდადოვზე არსებულ სამწვადებში თან ორი პირი ახლდა.
რაც შეეხება დაკავებულის პოზიციას, ქეთი სონიძის თქმით, მან გამოძებსი ეტაპზე პროკურატურას აღიარებითი ჩვენება მისცა. რაც შეეხება იმას - ნანობს თუ არა ჩადენილს, სახელმწიფო მბრალმდებლის თქმით, ამის შესახებ არასრულწლოვანს გამოკითხვის ოქმში არ დაუფიქსირებია.
ბრალდებული ბრალის აღიარებით თავად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, შეხვდა პოლიციელებს და შემდეგ პოლიციამ მოიყვანა სამართალდამცავ ორგანოებში. შესაბამისად, მან აღიარა ბრალას წარდგენილი ქმედება, ისაუბრა დეტალებზე, მან მოგვცა სრულყოფილი აღიარებითი ჩვენება, ფაქტის ყველ დეტალეს ის ყვებოდა პრიველ ჩვენებაში, როდესაც გამოიკითხა, თუმცა შემდგომ, როგორც მოსალოდნელი იყო, ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ , მან შეიცვალა პოზიცია და ამ შემთხვევაში იყენებს დუმილის უფლებას. მოწმის სახით ჩვენების მიცემისას, მას საკუთარი ემოციური დამოკიდებულება მომხდართან დაკავშირებით არ დაუფიქსირებია. ის მხოლოდ ფაქტებზე საუბრობდა, თუმცა ნანობს თუ პირიქით კმაყოფილია თავისი ქცევით, ამასთან დაკავშირებით მან პოზიცია მოწმის სახით დაკითხვის ომქშიც არ დააფიქსირა. ბრალი წარდგენილი გვაქვს ხულიგნური ქვენა-გრძნობით. ხულიგნური ქვენა-გრძნობა იმაში გამოიხატა, რომ აბსოლუტურად უმიზეზო საბაბით დაიწყო შელაპარაკება. ბრალდებულის მხრიდან მას თან ახლდა ორი მეგობარი. ერთ-ერთი მეგობარი არის ამ საქმის ძირითადი მტკიცებულება, რომელმაც უშუალოდ დანაშაულის ჩადენისთანავე დაინახა თავისი მეგობარ, რომელსაც ხელში აღმართული დანა ეჭირა და უკვე დაჭრისლ მიმართავდა სიტყვებით - "მიიღე რაც გინდოდა". - აცხადებს პროკურორი.
სისხლიანი ანგარიშსწორება ხუდადოვის ქუჩაზე - 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს, დ.პ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა.
დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას სხდომაზე პროკურატურა ითხოვდა.
მკვლელობა თბილისში 10 სექტემბერს მოხდა - გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ნ.ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე სამწვადეში, ბრალდებულს შელაპარაკება მოუხდა მეგობრებთან ერთად სუფრაზე მყოფ არასრულწლოვანთან, რის შემდეგაც შეკრების ადგილიდან მოშორებით გაიყვანა და შელაპარაკების დროს დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.
საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.