აქცია კრწანისის ტყე პარკში - ადგილზე შეკრებილები არაბული ქალაქების მშენებლობას აპროტესტებენ
ამ წუთებში პროტესტია კრწანისის ტყე პარკში - ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები, პოლიტიკოსები, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და სასულიერო პირები არიან შეკრებილები და არაბული ქალაქების მშენებლობის შეწყვეტას ითხოვენ.
"საქართველოს მიწა ქართველ ხალხს ეკუთვნის! მოვითხოვთ გაუქმდეს Eagle Hills-თან დადებული ხელშეკრულება" - ამბობენ ადგილზე შეკრებილები.
კრწანისის ტყე პარკში იმყოფება არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილიც. სასულიერო პირის თქმით, თუ აღნიშნული ტერიტორია სამშნებლო მონაკვეთად გადაიქცევა, მაშინ "თბილისს ფილტვები აღარ ექნება".
მე აქ ვიყავი დირექტორი, პირველ რიგში, არა მე და ცალკეული მღვდლები, მთლიანად ეკლესია და ადმინისტრაცია უნდა ამბობდეს, რომ ეს უნდა შევუნარჩუნოთ თბილისს, საქართველოს და არ შეიძლება ამ მიწების გასხვისება. ეს არის ფილტვები რუსთავის, თბილისის. თბილისის ბეტონის ჯუნგლებად აქციეს და ესეც თუ ბეტონად იქცა, ჩათვალეთ, რომ თბილისს ფილტვები არ ექნება", - ამბობს მამა დოროთე ყურაშვილი.