დონალდ ტრამპი ირლანდიაში ჩავიდა

12.09.26 16:22
დონალდ ტრამპი ირლანდიაში ჩავიდა

დონალდ ტრამპი ირლანდიაში ჩავიდა. "ბიბისის" ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტი იქ ორი დღის განმავლობაში დარჩება. დუბლინის აეროპორტში დონალდ ტრამპს ირლანდიის ვიცე-პრემიერი, საიმონ ჰარისი დახვდა.

ვიზიტის ფარგლებში ტრამპი პრეზიდენტ კეთრინ კონოლისა და პრემიერ-მინისტრ მაიკლ მარტინს შეხვდება.