თუ ვინმე პროპაგანდის მსხვერპლი გახდა, ბოდიშს ვუხდი - გიორგი ბარამიძე სასამართლოზე
გიორგი ბარამიძე ბოდიშს უხდის ყველა იმ ადამიანს, ვისაც პროპაგანდამ დააჯერა, რომ მისი აფხაზეთის ომზე გაკეთებული განცხადებით, სამშობლოს უღალატა.
როგორც "ტვ პირველის" კორესპოდენტი სასამართლოდან იუწყება, ეს განცხადება დაკავებულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მის პროცესზე გააკეთა.
ბარამიძემ სხდომაზე ასევე ყურადღება გაამახვილა კობახიძე-ივანიშვილის განცხადებებზეც, რომლებცი საქართველოს აბრალებენ 2008 წლის ომის დაწყებას და ამბობენ, რომ ბოდიში აქეთ ჩვენ გვაქვს მოსახდელი. პოლიტიკოსის თქმით, სწორედ ამ განცხადებებით უდან ინტერესდებოდეს ახლა პროკურატურა და არა მისი წარსულის ისტორიაზე გაკეთებული განცხადებით.
მეუხერხულება ჩემს თავზე რომ მიწევს ლაპარაკი - რომ არ ვარ სამშობლოს მოღალატე. თუ ვინმე პროპაგანდის მსხვერპლი გახდა, ბოდიშს ვუხდი. ვინც ამ პროპაგანდას წამოეგო, ვინც არ ნახა ჩემი ინტერვიუ.
ჯერ აფხაზეთში ვიბრძოდი რუსეთსი წინააღმდეგ და სწორედ ამ ადამიანების შურისძიებაა, როგორც საქართველოს მიმართ ისე ჩემს მიმართ. რადგან მათ ხელი ეშლებათ იმ დავალების შესრულებაში, რა დავალებაც აქვთ პუტინისგან მიღებული, რომ ეს ქვეყანა დაუმორჩილოს რუსეთს - სწორედ ოკუპირებული ტერიტორიები და მთელი საქართველო გადააბაროს რუსეთს.
ამ პროკურატურას ერთხელაც არ მოსდომებია, რომ რაღაცა გაერკვია, როდესაც უმაღლესი რანგის თანამდებობის პირები, დღევანდელი პრემიერ-მინისტრი და რუსი დიქტატორი ლაპარაკოებნ - საქართველომ დაიწყო ომიო. ეს ადამიანები ლაპარაკობენ, რომ თურმე ჩვენ ბოდიში გვაქვს მოსახდელი, ბოდიშს დამნაშავეები იხდიანდ ა ჩვენ ვართ დამნაშავეები ჩვენი მტრების წინააღმდეგ? ჩვენი დანაშაული ის არის რომ ვიბრძოდით და სამშობლოს ვიცავდით?
ეს სიტყვა- ვხრეტდით - იწვევს ასოციაციას და არ უნდა მეთქვა. მაგრამ არანაირად არ მითქვამს ის აზრი, რომლის მოწერასაც ცდილობენ", - თქვა ბარამიძემ სასამართლოზე.
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ეკა ბარბაქაძე სათათაბიროდ არის გასული - სწორედ ბარბაქაძემ უნდა გადაწყვიტოს, თუ რა სახის აღკვეთის ღონისძიებას გამოიყენებს ბარამიძის მიმართ.
პროკურატურამ გიორგი ბარამიძეს ბრალი საბოტაჟის მუხლით წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს.
პოლიტიკოსის დაკავების საბაბად საგამოძიებო ორგანო ივლისში იაგო ხვიჩიას გადაცემა „საქართველოს დაბადებაში“ აფხაზეთის ომის შესახებ გაკეთებული განცხადებას ასახელებს.
ბარამიძე საკუთარ სახლში დღეს, 11 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე დააკავეს.