პროკურორი ბარამიძიის საქმეზე: გიდასტურებთ უწყებების წარმომადგენლების გამოკითხვებს
საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული, გიორგი ბარამიძის საქმის პროკურორი თამარ იაკობიძე ადასტურებს, რომ საქმის ირგვლივ სგარეო საქმეთა სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის აპარატის უფლებამოსილი წარმომადგენლების გამოკითხვას ადასტურებს.
პროცესის დასრულების შემდეგ, პროკურორი ამტკიცებდა, რომ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული თითოეული გარემოება დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით.
„წარდგენილი ბრალდება ითვალისწინებს სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის, ნორმალური საქმიანობისთვის, ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლას. მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში წარდგენილი არის მტკიცებულებები როგორიც არის სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლების გამოკითხვის ოქმები და აღნიშნული გამოკითხვის ოქმებში დეტალურად არის მითითებული გარემოებები, რომლებიც ასახულია ბრალდების შესახებ დადგენილებაში. დაცვის მხარეს არ ვიცი, რატომ არ ჰქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, ვინაიდან დაგვიდასტურეს, რომ ყველა მტკიცებულება გადაცემულია. შესაძლებელია სრულყოფილად არ გაეცნენ საქმეს, რაც ამ შემთხვევაში ბრალდების მხარის პრობლემა ნამდვილად არ არის. მათ შორის, სახელმწიფო უწყების წარმომადგენლების, გიდასტურებთ საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის აპარატის უფლებამოსილი წარმომადგენლების გამოკითხვას.
სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილია მტკიცებულებები და აღნიშნული მოწმეები უნდა დაიკითხონ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე. თითოეული კითხვა, რომელიც შესაძლებელია არსებობდეს, თუ რა მოცულობით დაზიანდა და შეფერხდა რომელიმე უწყების საქმიანობა, ამასთან დაკავშირებით არა მარტო ბრალდების მხარეს ექნება შეკითხვები, არამედ დაცვის მხარესაც ექნება შესაძლებლობა.
უწყებებიდან შესაბამისი წარმომადგენლები იყვნენ გამოყოფილი, რომლებიც გამოიკითხნენ გამოძიების პროცესში.
გიორგი ბარამიძის განცხადება, რომელიც დღევანდელ სასამართლო პროცესზე სხვათა შორის, რამდენიმე ინტერპრეტაციით მოვისმინეთ, სისხლის სამართლის საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით, რა თქმა უნდა, ადასტურებს როგორც 318-ე მუხლს, ისე 307-ე მუხლის პრიმა ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს.
სისხლის სამართლის საქმეში ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული თითოეული გარემოება დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით. აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებს გამოვიკვლევთ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში დაკითხული არიან როგორც სამხედრო პირები, ვეტერანთა საზოგადოების წევრები, ასევე არიან დაკითხული აფხაზეთის ომის მონაწილე პირები.
ბრალდება გიორგი ბარამიძეს ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ყოფილ სახელმწიფო მინისტრს, ხუთი მოწვევის პარლამენტის ყოფილ წევრს და დღევანდელ პროცესზე დაამატა, რომ ყოფილ ვიცე-პრემიერს წარდგენილი აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ მან მიუთითა, რომ ქართველი სამხედროები საბრძოლო მოქმედებებში ხვრეტდნენ ტყვეებს. ეს არის ჰუმანიტარული სამართლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა. შესაბამისად, აღნიშნული წარმოადგენს ომის დანაშაულში ქართველი სამხედროების დადანაშაულებას.
გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ ქართველი სამხედროები ხვრეტდნენ ტყვეებს და ბრალდების მხარის შეფასებით, ეს არ არის ვერბალური მოსაზრება. გიორგი ბარამიძემ სცადა და რამდენჯერმე შეცვალა მისი განცხადების ინტერპრეტაცია მას შემდეგ, რაც იგრძნო ის მოსალოდნელი პასუხისმგებლობა, რომელიც წაკითხულის გააზრებიდან გამომდინარეობს, როდესაც მიუთითებს, რომ პირადად მიდიოდა ფრონტის ხაზზე იმისთვის, რომ ტყვეები აეყვანათ“,- განაცხადა თამარ იაკობიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ენმ-ს ლიდერს, დაკავებულ გიორგი ბარამიძემ აღკვეთის ღონისძიებსი სახით 2 თვიანი, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა - გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ გამოაცხადა.
სხდომაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ პატიმრობას ბრალდების მხარე ითხოვდა.
პროკურატურამ გიორგი ბარამიძეს ბრალი საბოტაჟის მუხლით წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს.
პოლიტიკოსის დაკავების საბაბად საგამოძიებო ორგანო ივლისში იაგო ხვიჩიას გადაცემა „საქართველოს დაბადებაში“ აფხაზეთის ომის შესახებ გაკეთებული განცხადებას ასახელებს.
ბარამიძე საკუთარ სახლში დღეს, 11 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე დააკავეს.