ქუთაისში აივანი ჩაინგრა - გარდაცვლილია ერთი პირი
ქუთაისში აივნის ნგრევას ადამიანი ემსხვერპლა.
"ინტერპრესნიუსის" ცნობით, შემთხვევა ბუხაიძის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი აივანზე იდგა, რა დროსაც აივანი ჩაინგრა და მამაკაცი გადავარდა.
ის ადგილზე გარდაიცვალა.