ორჯერ გაყიდული ბინები - ვინ მოატყუა ხალხი?

12.09.26 22:09
ორჯერ გაყიდული ბინები - ვინ მოატყუა ხალხი?

45 წლის ხელოსანი ზაალ გრიქუროვი, ახლა ორ შვილთან და ცოლთან ერთად დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, 81 კვადრატულ ბინაში უნდა ცხოვრობდეს, თუმცა მეექვსე წელია, მშენებარე კარკასს უყურებს.  წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მშენებარე კორპუსში ფართი გრიქუროვს 2021 წლის 18 მარტს უნდა ჩაბარებოდა.

ბინა ზაალ გრიუქროვს სამშენებლო კომპანია  შპს ბბმ -მა 2020 წლის 17 სექტემბერს მიჰყიდა. დაზარალებული ყვება, რომ გადახდები მალევე დაიწყო და მძიმე შრომის შედეგად მიღებული ფულის დიდი ნაწილს სამშენებლო კომპანიას ურიცხავდა.

იმის გამო, რომ მშენებლობა დროულად არ დასრულდა, ზაალ გრიქუროვმა, განვადებით თანხის გადახდა შეაჩერა. მოგანებით აღმოაჩინა, რომ ისე, რომ არავის გაუფრთხილებია, მისი ბინა მეორედ გაყიდეს და ჰაერში დარჩა.

დაზარალებულია ირინა სოკოლოვაც, რომელმაც ბინის შესაძენეად 50 000 ლარი კომპანია ბბმ-ს ანგარიშზე გადარიცხა. 

კომპანიის დირექტორი, რომელსაც მობინადრეები მათი თანხების თაღლითური გზით დაუფლებაში ადანაშაულებს, მალხაზ ქვრივიშვილია."რუსთაველის თეატრის" მსახიობი აწერს ხელს ბინების გაყიდვის ხელშეკრულებას მობინადრებთან. ერთ-ერთი გიგლა ვეფხვაძეა. 102 კვადრატული მეტრი ბინა, 2019 წლის 18 ოქტომბერს იყიდა. ფართი დასრულებულ მდგომარეობაში მას 2020 წლის 16 ოქტომბერს უნდა ჩაბარებოდა.

გიგლა ვეფხვაძე ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ამ დრომდე ნაქირავებში ცხოვრობს. არადა 2020-ში დარწმუნებული იყო რომ საკუთარი სახლ-კარი ექნებოდა. როდესაც საკუთარი ბინის შესახებ ამბავი მოიკითხა, აღმოაჩინა, რომ 102 კვადრატული ფართი, უკვე გადაყიდული იყო.

კომპანია, რომელმაც ერთ და იგივე ბინები დიღომში ორჯერ გაყიდა შპს ბბმ-ია, მას ორი მფლობელი ჰყავს, ანი მაჩაბელი და შპს მაგი. ხელშეკრულება მობინადრეებთან კი დირექტორმა მალხაზ ქვრივიშვილმა გააფორმა. 

ცნობილი მსახიობი ამბობს, რომ პირებმა, რომლის ბინებიც გაიყიდა, ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება  დაარღვიეს ანუ შიდა განვადებით თანხის ნაწილი აღარ დაფარეს.

ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების თანახმად რომელსაც ხელს ბატონო მალხაზი აწერს. გამყიდველმა მყიდველი წერილობით უნდა გააფრთხილოს, რომ თანხის გრაფიკით გადახდის დარღვევის გამო ხელშეკრულებას უწყვეტს და 10 დღე უნდა მისცეს დავალიანების გადასახადად. თუ მყიდველი მაინც არ გადაიხდის , შემდეგ აქვს უფლება, ბინა გაუყიდოს, ოღონდ გადახდილი ფულის მინიმუმ 70% უკან უნდა დაბრუნდეს. დაზარალებულები ამტკიცებენ, რომ მათ კომპანიამ ბინები ისე გაუყიდა, რომ არავინ დაკავშირებიათ. 

მალხაზ ქვრივიშვილი ამტკიცებს, რომ მობინადრეების ვისი ბინებიც კომპანია გადაყიდა, მობინადრეები ვერ იპოვა და ამიტომ არ აცნობა, რომ მათ ქონებას მეორედ ყიდდა.

თაღლითობი მსხვერპლი ხალხი - თამთა დოლენჯაშვილი დეტალებით