სისხლიანი დაპირისპირება კახეთში - "პირველებმა" იმ კაფის მფლობელი ჩაწერა, სადაც ჩხუბი მოხდა
"პირველებმა" სოფელ იორმუნღალოში იმ კაფის მეპატრონე ჩაწერა, სადაც ჩხუბი მოხდა. კაფის მეპატრონე ყვება, რომ დაპირისპირება თავდაპირველად ერთ-ერთ კუპეში დაიწყოს, რის შემდეგაც ჩხუბის მონაწილეებმა გარე პერიმეტრზე გადაინაცვლეს, სადაც 44 წლის კაცს სასტიკად გაუსწორდნენ.
მფლობელი ადასტურებს, რომ პოლიციამ კამერის ჩანაწერები წაიღო.
5-6 კაცი იყო, მთვრალები იყვნენ. კამერებში ყველაფერი ჩანს, - ამბობს მფლობელი.
"პირველებმა" მომხდართან დაკავშირებით კითხვების დასმა ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლებთანაც სცადა, თუმცა მათი თქმით, ცემის შესახებ არაფერი იციან.
კახეთში 44 წლის მამაკაცს დაახლოებით 6 პირი, სავარაუდოდ, ხელკეტებით სასტიკად გაუსწორდა - ნაცემი კაცი კომაშია და ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება. მას სამი ორგანო აქვს დაზიანებული და ამ დროისთვის საგარეჯოს საავადმყოფოში მკურნალობენ.
ძალადობა იორმუღანლოში, პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ რესტორანთან მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი.
შსს-ში "პირველებს" განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 126 მუხლით მიმდინარეობს და მასში მონაწილე ყველა პირი უკვე გამოიკითხა. მათი თქმით, ახლა ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან.