ბელარუსების ჩვენების საფუძველზე ქართველი ქალი პასუხისგებაში მისცეს - რა მოხდა კრწანისში?

13.09.26 21:05
ბელარუსების ჩვენების საფუძველზე ქართველი ქალი პასუხისგებაში მისცეს - რა მოხდა კრწანისში?

მარიკა ხავთასის წინააღმდეგ წვრილმანი ხულიგნობის მუხლით ადმინისტრაციული საქმის წარმოება ბელარუსის მოქალაქეების ჩვენების საფუძველზე მიმდინარეობს. შემთხვევა კრწანისში არასრულწლოვნებს შორის დაწყებულ კონფლიქტს მოჰყვა, რომელიც მოგვიანებით მშობლებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ხავთასი ამბობს, რომ ბელარუსმა ცოლ-ქმარმა მას და მის 10 წლის შვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დაემუქრა და მისი ეროვნების გამო დამამცირებელი ფრაზებით მიმართა. სწორედ ამის შემდეგ, მისი თქმით, ადგილზე პოლიცია თავად გამოიძახა, თუმცა რამდენიმე დღეში გაიგო, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე მის წინააღმდეგ იყო დაწყებული.

ქალის მტკიცებით, ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ოქმში მხოლოდ არასრულწლოვნებს შორის მომხდარი კონფლიქტი ასახეს და არ დააფიქსირეს ის სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა, რომელზეც თავად მიუთითებდა.

მარიკა ხავთასს ახლა წვრილმანი ხულიგნობის საქმეზე ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება. თავად ქალი ბრალდებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ კონფლიქტის დროს ბელარუსის მოქალაქეების მხრიდან მიყენებულ შეურაცხყოფას მხოლოდ სიტყვიერად უპასუხა.

ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები