არ გვაინტერესებს - ღარიბაშვილის ადვოკატი ბურჭულაძის მამხილებელ ჩვენებაზე
ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი შეეცდება, სასამართლოში დაამტკიცოს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჯარის ძარცვის საქმეში არ მონაწილოებდა.
როგორც მიხეილ შაყულაშვილმა “პირველებს“ უთხრა, “არ აინტერესებს“, რა ჩვენება მისცა ბურჭულაძემ პატიმრობაში მყოფი ექს პრემიერის წინააღმდეგ.
მივალთ სასამართლოში და სასამართლოში განვიხილავთ აღნიშნულს, - ამბობს ის.
ჟურნალისტის კითხვაზე, ელოდებოდა თუ არა რომ ბურჭულაძეს და მის გარემოცვას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებოდა, შაყულაშვილი პასუხობს:
არ მაინტერესებს, მათ გაუფორმდებოდათ თუ არა საპროცესო, მივალთ სასამართლოში და ბატონი ღარიბაშვილის ნაწილს განვიხილავთ სასამართლოში.
დამაზუსტებელ კითხვაზე, აღმოჩნდებიან თუ არა ერთმანეთის პირისპირ ბურჭულაძე - ღარიბაშვილი, უფლებადაცმველი ამბობს, რომ „ყველაფერს სასამართლოში ნახავთ“.
რაც შეეხება კითხვას - ღარიბაშვილისთვის ხელის დადებით, გადაირჩინეს თუ არა თავი ბურჭულაძემ და მისმა გარეემოცვამ, შაყულაშვილი აცხადებს, რომ “დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე პოლემიკაში ვერ შევლენ“.
- რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება იმ საქმეზეც გაუფორმდა, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
- მასთან ერთად საპროცესო შეეხო ექს-მინისტრის გარემოცვასაც.
- საპროცესო გაფორმდა ბურჭულაძის ყოფილ მოადგილესთან, გიორგი ხაინდრავასთან და ვასილ მხეიძესთან, რომელიც თავდაცვის ექს-მინისტრის ცოლის ძმაა.
- შეთანხმების თანახმად, ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა პენიტენციურ დაწესებულებას სექტემბრის ბოლოს დატოვებენ, რაც შეეხება ჯუანშერ ბურჭულაძეს, ის ციხეს ზუსტად 2 წელში დატოვებს.
- საპროცესო შეთანხმების თანახმად, ბურჭულაძეს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით. მასვე სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა უსასყიდლოდ სხვადასხვა სახის ქონება.
- რაც შეეხება ვასილ მხეიძეს, მას 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთმევა ნივთმტკიცებად ამოღებული საგნები - რამდენიმე მილიონის ღირებულების უაქციზო სიგარეტი და მის დასამზადებლად არსებული მასალა, ასევე თუთუნი.
- რაც შეეხება გიორგი ხაინდრავას, მასაც 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.
- მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება მოსამართლეთა კოლეგიამ, პაატა სილაგაძის თანათავმჯდომარეობით დაამტკიცა.