კახეთში პენსიონერი დააყაჩაღეს - წაღებულია 7000 ლარამდე ნაღდი ფული და ოქროული
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში პენსიონერი დააყაჩაღეს - "პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, 75 წლამდე ქალის სახლში, რომელიც მარტო ცხოვრობს ორი ნიღბიანი შეიჭრა.
ირკვევა, რომ ქალი თავდამსხმელებმა დააბეს და იძულების წესით ათქმევინეს, სად ინახავდა ფულს და ძვირფასეულობას. შედეგად მათ 7000 ლარამდე ნაღდი ფულის, ოქროულობის და მობილური ტელეფონის წაღება შეძლეს.
როგორც შსს-ში "პირველებს" უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით, ძარცვის ფაქტზე დაიწყო.
ჩვენი ინფორმაციით, თავდამსხმელები დაკავებულები არ არიან.
სოფელ ვანთაში მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა "მთავარი ამბები კახეთიდან" გაავრცელა
მსგავსი სიახლეები
ლაითურის ციხეში პოლიციას ელოდებიან - ადვოკატის თქმით, პატიმრის შესაძლო გაუპატიურების საქმის მოწმესთან შეხვედრის ჩანაწერებს არ აძლევენ
ლაითურის ციხეში, პატიმარ გიორგი დავითაძის ადვოკატი იმ მსჯავრდებულთან იყო შესული, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის გაუპატიურების საქმის ოქროს მოწმეა