მინდა, ყველა გამოუშვან! - ზაზა სარალიძე შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებას ითხოვს

01.12.21 10:55
მინდა, ყველა გამოუშვან! - ზაზა სარალიძე შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებას ითხოვს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დათუნა სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, პრეზიდენტს შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებას სთხოვს.

ძალიან ბევრი მაქვს ნაფიქრი, მაგ ადამიანების, თვითონ იმ ბავშვების ნაცვლადაც ბევრი ვიფიქრე. იმაზეც ძალიან ბევრი მაქვს ნაფიქრი, დათუჩა რომ ყოფილიყო მათ ადგილზე, რა უნდა მექნა?!  

მინდა, ყველა გამოუშვან! არ მინდა, თავი იმაზე ვიტანჯო 10-15 წლის შემდეგ გამოუშვებენ თუ არა, მირჩევნია, დღესვე გაათავისუფლონ. თქვან სიმართლე, გაუღეთ კარები და გაუშვით, ჩემთვის წლებს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს"- თქვა სარალიძემ.

მისი თქმით, მან მკვლელობაში მსჯავრდებულებს აპატია: 

მე მათ ვაპატიე, ჩემი შვილი ვერასდროს ნახავს დღის სინათლეს.  მე რატომ უნდა ვიტანჯო თავი და 15 წელი რატომ უნდა ველოდო?! - დასძინა მან.