რუსთავში 12 წლის ბიჭს ავტომობილი დაეჯახა
გვიან ღამით, რუსთავში 12 წლის ბიჭს ავტომობილი დაეჯახა - ინფორმაციას "ინფო რუსთავი"ავრცელებს. გამოცემისინფორმაციით, არასრულწლოვანი მეგობართან ერთად მეგობრობის გამზირზე ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა, რა დროსაც "ტოიოტას" მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
მოზარდი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.