გორში 9 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

16.09.26 11:05
გორში 9 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელტირძნისში 9 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქართლის ამბები ავრცელებს. 

შემთხვევა 15 სექტემბერს მოხდა. 

"ბავშვი 9 წლისაა, გზაზე გადადიოდა, სახლისკენ მიდიოდა. ჯერ გორმედის კლინიკაში მიიყვანეს, გუშინვე თბილისში გადაიყვანეს. როგორც გვაცნობეს, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მოტეხილობები აქვს და ოპერაციები დასჭირდება."- უთხრეს ქართლის ამბებს ტირძნისის საჯარო სკოლაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

მსგავსი სიახლეები