თბილისში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება

16.09.26 11:54
თბილისში  დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება

კახა კალაძის ინფორმაციით, დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება.

კალაძის მტკიცებით, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გლდანის რაიონში გამოიყოფა 1650 კვ.მ მიწის ნაკვეთი, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის ასაშენებლად.

„დიუშენის კუნთოვანი დისტროფია იშვიათი კუნთოვანი დაავადება, რომელიც კუნთების პროგრესირებად სისუსტეს იწვევს. ამ დაავადებასთან გამკლავება ყოველდღიურად უწყვეტ ძალისხმევას მოითხოვს, როგორც ბავშვების, ისე მათი ოჯახების მხრიდან. სწორედ ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია, როგორც რეგულარული სამედიცინო სარეაბილიტაციო ზრუნვა, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობა. მათ დასახმარებლად ცენტრალურმა ხელისუფლებამ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთელი რიგი გადაწყვეტილებები მიიღო და ამ პროცესში თბილისის მერიაც აქტიურად მონაწილეობს. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებთან არაერთი შეხვედრა გაიმართა და არსებული საჭიროებები დეტალურად განვიხილეთ. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გლდანის რაიონში 1657 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადავცეთ ორგანიზაციას და დიუშენის კუნთოვან დისტროფიას ერთად ვებრძოლოთ. ეს იქნება სივრცე, სადაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები კომპლექსურ სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო მომსახურების მიღებას შეძლებენ, რაც მათ სოციალიზაციისა და განვითარების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს” - განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები