ბაღლინჯოები და ტარაკნები საკნებში - ადვოკატები ციხეში არსებულ ვითარებაზე საუბრობენ

16.09.26 13:38
ბაღლინჯოები და ტარაკნები საკნებში - ადვოკატები ციხეში არსებულ ვითარებაზე საუბრობენ

ადვოკატები ციხეებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ და საყოველთაო ამნისტიას ითხოვენ. მათი თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებები გადასვებულია, პერსონალის სიმცირის გამო კი პატიმრებს კვირების განმავლობაში უწევთ  სამედიციბნო მომსახურეობის რიგში ჩადგნენ.

ადვოკატი დიმიტრი ვარდიაშვილი ამბობს, რომ საკნებში ანტისანიტარიაა და ვირთხები და ბაღლინჯოები მრავალი საკნის პრობლემას წარმოადგენს.

არ არის სამედიცინო მომსახურეობა ნორმალური, რადგან ერთ მუშაკზე მოდის დაახლოებით რამოდენიმე ასეული პატიმარი, რაც სამედიცინო მომსახუეობის გაწევას ძალიან პრობლემურს ხდის.  ბაღლინჯოები და ვირთხები  წარმოადგენს მრავალი საკნის პრობლემას, ამაზე არსებობს კადრებიც. საკნების დაახლოებით 70% ამ პრობლემის წინაშე დგას. ეს არის მათი ყოველდღიურობა"- აცხადებს დიმიტრი ვარდიაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ დღეს ადვოკატების საინიციატივო ჯგუფი პატიმრების საყოველთაო ამნისტიას მოითხოვა.

ლაშა ტყეშელაძის თქმით, 2026 წლის ივლისის მონაცემებით, პატიმართა რაოდენობამ დასაშვებ ზღვარს გადააჭარბა და მათ საპატიმრო დაწესებულებში მრავალი პრობლემა აქვთ.

 

მსგავსი სიახლეები