ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ ჩასვეს გახარიას პარტია "ასაკრძალების სიაში"

17.09.26 12:12
ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ ჩასვეს გახარიას პარტია "ასაკრძალების სიაში"

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მიუხედავად პარლამენტში შესვლისა, გახარიას პარტიამ დღემდე არ აღიარა ხელისუფლებსი ლეგიტიმაცია და სწორედ ამიტომ მოხვდა ასაკრძალეის პარტიების სიაში.

"აქედან გამომდინარე, ჩვენი აზრით, უალტერნატივო იყო ამ სარჩელში ამ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის დამატებაც" - უთხრა დღეს მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს. 

კითხვაზე, პრემიერ-მინისტრის, დაემატება თუ არა ასაკრძალი პარტიების სიას სხვა პოლიტიკური ძალაც, კობახიძემ განაცხადა, რომ წინასწარ ვერაფერს იტყვის.

თქვენ იცით, რა იყო სარჩელის განახლების საფუძველი. მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე ისინი არ აღიარებენ კონსტიტუციურ წყობილებას, არ აღიარებენ ხელისუფლების ლეგიტიმაციას. ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდება ამ პოლიტიკური პარტიის საქმიანობის სულისკვეთება იმ საქმიანობის სულისკვეთებისგან, რომელსაც აწარმოებენ სხვა შესაბამისი პოლიტიკური პარტიები. აქედან გამომდინარე, ჩვენი აზრით, უალტერნატივო იყო ამ სარჩელში ამ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის დამატებაც.

თავის დროზე ახალი შესულები იყვნენ პარლამენტში და ჩვენ მივეცით დრო ამ პარტიას იმისთვის, რომ ეღიარებინა კონსტიტუციური წყობილება, თუმცა გავიდა მთელი სესია, მათ არ აღიარეს კონსტიტუციური წყობილება, დაუპირისპირდნენ კონსტიტუციურ წყობილებას. თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ მათი მრავალი განცხადება, რომელიც ამ შინაარსისა, ისინი არ აღიარებენ კონსტიტუციურ წყობილებას, დანარჩენი წარმოდგენილია სარჩელში. პროცესებიც იქნება საჯარო და ჩვენი არგუმენტებიც იქნება საჯაროდ წარდგენილი სასამართლოსა და საზოგადოების წინაშე.

რაც შეეხება იმას, როდის დასრულდება განხილვა, ეს არის სასამართლოზე დამოკიდებული. მაქსიმალური ვადა არის 9 თვე. ჩვენი სურვილია 9 თვე არ გაგრძელდეს, სასამართლო როგორ გადაწყვეტს, ეს მისი საქმეა“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე: კიდევ დაემატება თუ არა რომელიმე პარტია სარჩელს, კობახიძის თქმით, „ამაზე წინასწარ ვერაფერს იტყვის“.

„წინასწარ ვერაფერს გეტყვით, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ამომწურავი სია, რომლის გარშემოც უნდა იმსჯელოს სასამართლომ. დღევანდელი მდგომარეობა ასეთია“,- განაცხადა კობახიძემ.

“ქართული ოცნება ასაკრძალი პარტიების სიას კიდევ ერთს ამატებს – “გახარია საქართველოსთვის”. 

როგორც ცნობილია, 2025 წლის 31 ოქტომბერს “ოცნებამ” საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი და შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების აკრძალვა მოითხოვა :

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“
„კოალიცია ცვლილებისთვის“ 
„ძლიერი საქართველო – ლელო“
ამის შემდეგ, მიმდინარე წლის აპრილში “ოცნებამ” სიას “ფედრალისტები” დაამატა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ახალ სარჩელად ითვლება და ამ 9-თვიანი ვადის ათვლა თავიდან იწყება.

გახარიას პარტიის დამატების შემთხვევაში სასამართლოს სამსჯელოდ მიეცემა კიდევ დამატებით 9+2 თვე.