კიდევ ერთი საქმე ელისაშვილის წინააღმდეგ - სასამართლოში დაკავებული პოლიტიკოსის პროცესი მიმდინარეობს

17.09.26 13:16
კიდევ ერთი საქმე ელისაშვილის წინააღმდეგ - სასამართლოში დაკავებული პოლიტიკოსის პროცესი მიმდინარეობს

ტერორისტად გამოცხადებული ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე განიხილება - საქალაქო სასამართლოში დაკავებული პოლიტიკოსის პროცესი მიმდინარეობს.

მრავალწლიან პატიმრობაში გაშვებულ ოპოზიცონერ პოლოტიკოს ამჯერად  იმ პოლიციელის შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ, რომელსაც თავად მასზე ძალადობაში ამხელს.

ალეკო ელისაშვილი სასამართლოში უკვე მიიყვანეს. 

არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ალეკო ელისაშვილმა რამე დანაშაული ჩაიდინა, მოგეხსენებათ, რომ თვითონაც აღიარებს, არაკაცი უწოდა იმ პოლიციელს, რომელიც თვითონ ელისაშვილმა ამხილა, როგორც არაადამიანურ მოპყრობაში, ისე წამებაში. ეს მიმართავდა პორკურორს და მოსამართლეს, რომ „ეს არის ის არაკაცი, რომელმაც მე მომაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ჰქონდა წამებას ადგილი, მრავალი საათს განმავლობაში, ხელბორკილები ედო, რომელიც იყო მჭიდროდ მოჭერილი და სისხლი სდიოდა, თუმცა, არ მოახდინა მისი მოხსნა, არც წყალიდ აალევინა, ანუ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი. თუმცა, გამოძება ყველაფერი გადადო გვერდით და მხოლოდ ეს სიტყვა - არაკაცი ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან. მტკიცებულება არის ვიდეოჩანაწერი, რომელიც ისედაც კეთდება ხოლმე სხდომათა დარბაზში და ხმის ექსპერტიზაა ჩატარებული, - გიორგი რეხვიაშვილი. 

ასევე საინტერესოა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ისაუბრებს თუ არა ელისაშვილი მამუკა მდინარაძეზე, რადგან ის საკუთარ პატიმრობას მდინარაძის შურისძიებას უკავშირებს. 

  • პოლიტიკოსს ბრალი წარდგენილი აქვს სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზეც, რაც პოლიციელ შოთა ჭიპაშვილის მისამართით ნათქვამ სიტყვა „არაკაცის“ წოდებას მოიცავს.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ საერთო ჯამში, სისხლის სამართლის 4 საქმეა წარმოებული, საიდანაც ერთზე, რომელიც ტერორისტული აქტის მცდელობას გულისხმობს, მსჯავრდებულია და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამასთან, მას ბრალი აქვს წარდგენილი ტერორისტული აქტის განხორციელებისთვის, რომელიც სასამართლოს არქივის შენობაში ხანძრის გაჩენას გულისხმობს. პოლიტიკოსს ბრალი ასევე წარდგენილი აქვს სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზეც, რაც პოლიციელ შოთა ჭიპაშვილის მისამართით ნათქვამ სიტყვა „არაკაცის“ წოდებას მოიცავს. ელისაშვილი ასევე ბრალდებულია პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ალი ბაბაევის პოლიტიკური ნიშნით დევნაზეც.