როგორ ხსნიან გახარიას გუნდში "ოცნების" 55 დეპუტატის თავშეკავებას და 16 მწვანე ღილაკს
გახარიას პარტიაში ეჭვი აქვთ, რომ "ოცნების" წევრების ნაწილმა შეგნებულად არიჩიეს მწვანე ღილაკები და მათმა ნაწილმა შეგნებულად გადაწყვიტა უმოქმედობა - გიორგი შარაშიძე ფიქრობს, რომ ამით ივანიშვილის გუნდის დეპუტატებმა სამომავლოდ "თავი გადაირჩინეს".
პოლიტიკოსის თქმით, 55 დეპუტატმა ამ კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა საერთოდ არ მისცა.
"ამიტომ ეს ორ სკამზე ჯდომა რომ მათ არ გამოუვიდეთ, ჩვენ ვთავაზობთ ხელახალი კენჭისყრის ჩატარებას" - ამბობს შარაშიძე.
მე ახლა მიჭირავს ხელთ კონკრეტული კენჭისყრის ხმის მიცემის შედეგები. სხდომას ესწრებოდა 99 დეპუტატი. აქედან იცით, რომ ჩვენს კანონპროექტს მხარი დაუჭირა 28 დეპუტატმა. აქედან 12 ჩვენი ფრაქცია, 16 კი "ოცნების" შემადგენლობაა. რაც მნიშვნელოვანია, არის 55 დეპუტატი, რომლებმაც ამ კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა არ მისცა.
თუ ოცნების დეპუტატების თქმით, ეს იყო ტექნიკური ხარვეზე, როგროც ისინი ამბობენ, მაშინ გამოდის, რომ კენჭისყრის შედეგები არ ასახავს რეალობას და იმ პოზიციას, რაც აქვს ამა თუ იმ დეპუტატს. შესაბამისად, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, ჩვენ ვთავაზობთ ხალახალ კენჭისყრას. კეთილი ინებონ და ყველა დეპუტატმა დღეს რომ ორაზროვან მათ შორის ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ, შესაძლოა, ზოგი მათგანი ამას იმიტომ აკეთებს, როცა დრო მოვა თავი გადაირჩინოს, ამიტომ ეს ორ სკამზე ჯდომა, რომ მათ არ გამოუვიდეთ, ჩვენ ვთავაზობთ ხელახალი კენჭისყრის ჩატარებას.
ის არსებული პრაქტიკა, რომ ოპოზიციის ინიცირებულ კანონპროექტებს ხშირად მართლაც არ აძლევენ ხმას და თავს იკავებენ, ამ შემთხვევაში ვერ იქნება ვალიდური. ვერ იქნება გამართლებული, რადგან ეს პრინციპული საკითხია" - განაცხადა შარაშიძემ.
"ოცნების" ის დეპუტატები, რომლებმაც წითელ ღილაკს ხელი არ დააჭირეს, ამტკიცებენ, რომ თავი არ შეუკავებიათ - ნოდარ ტურძელაძე ირწმუნება, რომ თავშეკავება ავტომატურად ნიშნავს კანონპროექტისთვის ხმის არ მიცემას.
როდესაც კანონპროექტი ვერ გადის, შესაბამისად ნიშნავს, რომ მე ვარ წინააღმდეგი. როდესაც მე ვარ მომხრე, ვაძლევ ხმას და ვაწერ მწვანე ღილაკს და შესაბამისად გადის კანონპროექტი. აქედან გამომდინარე, რომელი გზითაც არ უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, გიფიქსირებთ, რომ ვიყავი წინააღმდეგი კონკრეტული კანონპროექტის, მაგრამ წითელი ღილაკისთვის არ დამიჭერია. არანაირი პრობლემა არ იყო რომ დამეჭრია, მაგრამ სხვა ათობით შემთხვევაა, ამოიღეთ, როცა არ დამიჭერია წითელი ღილაკისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ ავტომატურად ხმა არ აქვს ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს", - ამბობს ნოდარ ტურძელაძე.
პარტია “ქართული ოცნების“ 16- მა დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობიდან მხარი დაუჭირეს ექს პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის ინიციატივას, რომელიც აქციებთან დაკავშირებულ კანონებში 2024 წლამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენას გულისხმობს.
მათ შორის არიან: თეა წულუკიანი, ირაკლი კირცხალია, გურამ მაჭარაშვილი, ვახტანგ თურნავა, ანტონ ობოლაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი, ისკო დასენი, ზაალ დუგლაძე, სამველ მანუკიანი, ნიკოლოზ სამხარაძე, ალუდა ღუდუშაური, გოდერძი ჩანქსელიანი, ვასილ ჩიგოგიძე, გივი ჭიჭინაძე, გიორგი ჭყონია, ეკა სეფაშვილი.
ინიციატივა ჩავარდა, თუმცა კენჭისყრაზე მის სასარგებლოდ ხმა 28 დეპუტატმა მისცა. ფრაქცია „საქართველოსთვის“ შემადგენლობაში 12 დეპუტატია.
კანონპროექტს „ქართული ოცნებიდან“ 14-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
„გახარია საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაზე ხელახალი კენჭისყრის ჩატარებისკენ მოუწოდებს.