თბილისის რამდენიმე ბაგა-ბაღში ფინანსური პოლიციის და სეს-ის თანამშრომლები მუშაობენ
თბილისის რამდენიმე ბაგა-ბაღში ამ წუთებში ფინანსური პოლიციის თანამშრომლები და სურსათის ეროვნული სააგენტოს მუშაობენ. როგორც "პირველებს" ეუბნებიან, სეს-ის წარმომადგენლები ყველა საკვებს ლუქავენ, იმის გასარკვევად, თუ რამ გამოიწვია ბავშვების და პედაგოგების ინტოქსიკაცია.
მინიმუმ 20 ბაღში მოწამლულია 50-ზე მეტი მოზარდი. საავადმყოფოებში შეყვანილ მოზარდებს ერთნაირი სიმპტომები აქვთ. რა გახდა ბავშვების ინტოქსიკაციის მიზეზი - ეს ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
ბაგა-ბაღების სააგენტოს ცნობით, 7 ბაღში, სააღმზრდელო პროცესი ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით შეჩერდა.
ინტოქსიკაციის გამო "პირველების" ინფორმაციით, შემდეგი ბაღები დაიკეტა:
- 59-ე, 124 -ე, 22-ე, 109-ე, 46 -ე, 121-ე, 79-ე.
ირკვევა, რომ ჩხრეკა, მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა 4 ბაგა-ბაღსა და ბაგა-ბაღებისთვის საკვები პროდუქტების მიმწოდებელ 3 კომპანიაში. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია. კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება.
მსგავსი სიახლეები
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე პროფესიულ აკადემიებში მიღება დაიწყო
პროგრამის ფარგლებში, ბანკი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, 20-მდე პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში, 100%-იანი დაფინანსებით დაეუფლონ მათთვის საინტერესო პროფესიას და მიიღონ პრაქტიკული ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით.