მომივიდა წერილი, რომ ფბ პოსტის გამო ჩემზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე აქ, ბერლინში - ნატა ფერაძე

18.09.26 14:34
მომივიდა წერილი, რომ ფბ პოსტის გამო ჩემზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე აქ, ბერლინში - ნატა ფერაძე

"მომივიდა წერილი, რომ ფბ პოსტის გამო ჩემზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე აქ, ბერლინში" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძე წერს. 

როგორც ფერაძე იუწყება, გერმანული კანონმდებლობით "თურმე სისხლით განიხილება ფბ-შეურაცხყოფები". 

სამოქალაქო აქტივისტის ცნობით, წერილში არ წერია ვინ შეიტანა სარჩელი. 

მოკლედ ასეთი ამბავია:
მომივიდა წერილი, რომ ფბ პოსტის გამო ჩემზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე აქ, ბერლინში.
კი, აქაური კანონმდებლობით თურმე სისხლით განიხილება ფბ შეურაჯღობები.
არ წერია ვინ შეიტანა სარჩელი, მხოლოდ დრო წერია, როდის გამოქვეყნდა პოსტი და ამითი მე კი მივხვდი, ვინც იყო, მაგრამ  ველი პასუხს და უკვე დოკუმენტირებულად გამოვდებ სახელს და გვარს.
მანამდე კი ჩემს ვარაუდს გეტყვით: ბერლინში ჩანერგილი საკმაოდ დიდ აუდიტორიიანი ქოცი გარეწარია. 
ეს პირველი ეტაპი, ჩემი ადვოკატის და სამართალდამცავების მიმოწერის:
****** ********** (ადვოკატის სახელი)
ადვოკატი
სისხლის სამართლის სპეციალისტი
ბერლინი, 07.09.2026
თქვენი ნომერი:
 *************
საგამოძიებო საქმე ნატალია ფერაძის წინააღმდეგ
პატივცემულო ბატონო ********,
პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო,
თანდართული ჩემზე გაცემული მინდობილობის საფუძველზე გაცნობებთ, რომ ქალბატონმა ნატალია ფერაძემ დამავალა მისი დაცვა წინამდებარე სისხლის სამართლის/საგამოძიებო საქმეში, რომელიც მის წინააღმდეგ მიმდინარეობს Facebook-ის საშუალებით სავარაუდო შეურაცხყოფის გამო.
ჩემი რჩევის შესაბამისად, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი შემდგომ შეტყობინებამდე ისარგებლებს დუმილის უფლებით.
უკვე ამ ეტაპზე ვითხოვ, რომ წინამდებარე საქმე გერმანიის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (StPO) §170-ის მე-2 პუნქტის საფუძველზე შეწყდეს.
ამასთან, ვითხოვ, რომ რაც შეიძლება მალე მომეცეს საქმის მასალების გაცნობის უფლება (Akteneinsicht) პროკურატურის/სასამართლო ორგანოს მიერ საქმის მასალების ციფრული სახით მოწოდებით. ალტერნატიულად, ვითხოვ საქმის მასალებისა და, არსებობის შემთხვევაში, დამატებითი საქმის მასალების სამი დღის ვადით ჩემს ოფისში წაღების შესაძლებლობას.
საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, სამი დღის განმავლობაში წარდგენილი იქნება შესაბამისი პოზიცია/განცხადება.
პატივისცემით",- წერს ნატა ფერაძე. 

მსგავსი სიახლეები