კობახიძემ ბავშვების მოწამვლაზე კომენტარი გააკეთა და კომპანიების პასუხისმგებლობა არ გამორიცხა

18.09.26 15:03
კობახიძემ ბავშვების მოწამვლაზე კომენტარი გააკეთა და კომპანიების პასუხისმგებლობა არ გამორიცხა

ირაკლი კობახიძე ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტებზე კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ თუ მომხდარში კომპანიის ან კომპანიების ბრალეულობა გამოიკვეთება, შესაბამისი პასუხისმგებლობაც დადგება.

ხდება თუ არა ბაგა-ბაღებში შესატანი პროდუქტების კონტროლი - ამ კითხვაზე, მთავრობის მეთაური ამბობს "ზოგადად, კონტროლი ხდება".

არის კონკრეტული კომპანია, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით უზრუნველყოფს კვებას, შესაბამის მომსახურებას.

როგორც ჩანს, კონკრეტული პრობლემა იყო, თუმცა, მოვლენებს მე წინ ვერ გავუსწრებ. მთავარია, შესაბამისმა უწყებებმა გაარკვიონ მიზეზი, იყო თუ არა კონკრეტული კომპანიის, ან კომპანიების ბრალეულობა. ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობაც დადგება. თუმცა, ნუ გავუსწრებთ წინ გამოძიებას, უნდა იყოს გამოკვლეული ეს საკითხი და შემდეგ შეგვეძლება გავაკეთოთ კომენტარი“,- აღნიშნა კობახიძემ. 

 „პირველების“ ინფორმაციით, მომწოდებელი კომპანიების საწყობები დალუქულია, აღებულია პროდუქციის სინჯები, კომპანიების წარმომადგენლები კი უკვე გამოკითხეს.

ბაგა-ბაღების სააგენტოს ცნობით, 7 ბაღში, სააღმზრდელო პროცესი ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით შეჩერდა.

ინტოქსიკაციის გამო "პირველების" ინფორმაციით, შემდეგი ბაღები დაიკეტა: 

  • 59-ე, 124 -ე, 22-ე, 109-ე, 46 -ე, 121-ე, 79-ე.

ირკვევა, რომ ჩხრეკა, მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა 4 ბაგა-ბაღსა და ბაგა-ბაღებისთვის საკვები პროდუქტების მიმწოდებელ 3 კომპანიაში. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია. კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება. 

 

მსგავსი სიახლეები