ე.წ. ჩორჩანას საქმე - "პირველების" ინფორმაციით, დღეს ჩვენებას, სავარაუდოდ, მამუკა ბახტაძე მისცემს
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი გახარიას პროცესი მიმდინარეობს - 2019 წელს ჩორჩანაში აგებული საგუშაგოს საქმეზე დღეს პროკურატურის მოწმეეები უნდა გამოიკითხონ. მოწმეთა სიაში არიან სუს-ის მაშინდელი ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური და მაშინდელი პრემიერი, მამუკა ბახტაძეც.
"პირველების" ინფორმაციით, სავარაუდოდ, სწორედ მამუკა ბახტაძე მისცემს დღეს სასამართლოს ჩვენებას.
ორივე ყოფილი მაღალჩინოსანი გამოძიების ეტაპზე გამოკითხულები არიან. როგორც გიორგი გახარიას ადვოკატმა, ბერდია სიჭინავამ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, გომელაურს ჩვენებაში ნათქვამი აქვს, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს აგების შესახებ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ცხელი ხაზის მეშვეობით შეიტყო.
რაც შეეხება მამუკა ბახტაძეს, ბერდია სიჭინავას თქმით, ყოფილი პრემიერი ჩვენებაში ამბობს, რომ საგუშაგოს შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა, რადგან თანამდებობიდან წასვლისთვის ემზადებოდა.
როგორც საქალაქო სასამართლოდან "პირველების" კორესპოდენტი იუწყება, ამ წუთებში ბრალდების მხარის მოთხოვნით მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ სხდომა დახურა. პროკრატურამ მოტივად სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია დაასახელა.
გომელაურს აქვს ჩვენება მიცემული, რომ თითქოს მან არ იცოდა ინფორმაცია ჩორჩანაში საგუშაგოს აგების შესახებ და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ცხელი ხაზის მეშვეობით შეიტყო ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოქმედმა ხელმძღვანელმა.
როდესაც ჩორჩანას საგუშაგო აშენდა, მამუკა ბახტაძე იყო პრემიერ-მინისტრი და ერთ კვირაში დატოვა თანამდებობა. მან თქვა, რომ უკვე წასასვლელად გამზადებული იყო და მნიშვნელოვან საკითხებს არ ითანხმებდა და მას არ ჰქონია ინფორმაცია თითქოს ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებით.
(გახარიამ) თავნებობდა, თვითნებობდა და და თვითონ მოიბა ეს საგუშაგო ზურგზე, გაიარა მთელი ეს ტერიტორია შიდა ქართლის და სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო ხაზთან, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსების კონტროლირებად ტეროტორიის მიმდებარედ დადგა საგუშაგო.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი იყო ვახტანგ გომელაური და მას თავად შეეძლო დაეყენებიან საკითხი ჩორჩანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, თუ თვლიდა, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსება იყო დამაზიანებელი ქვეყნის ეროვნული ინეტერსებისთვის და მეტსაც გეტყვით, ეს საგუშაგო დღესაც ფუნქციონირებს და მისი სამართლებრივი სტატუსი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა. თუ ეს საგუშაგო ქმნის ეროვნული უსაფრთხოების პრობლემებს, რატომ დგას მაშინ ეს საგუშაგო? ყველა IPRM შეხვედრის წინ, ოსური ე.წ. მხარე აფიქსირებს პრეტენზიას, რომ ეს საგუშაგო უნდა გაიტანონ ქართული მხარის წარმომადგენლებმა ჩორჩანას ტერიტორიიდან, იმიტომ, რომ ფაქტობრივად დაადასტურა იურიდიულად საქართველოს მხარემ გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნით, რომ ეს იყო პროვოკაცია", - აცხადებს ბერდია სიჭინავა.
2019 წელს, ქართულ სოფელ ჩორჩანაში, ოკუპაციის ხაზთან ახლოს, პოლიციის საგუშაგოს აშენების გამო „ქართული ოცნება“ ყოფილ თანაგუნდელს, ყოფილ შს მინისტრსა და პრემიერ გიორგი გახარიას ადანაშაულებს.
20 ივნისისა და ჩორჩანას საქმეზე გიორგი გახარიას დაუსწრებლად პატიმრობა აქვს შეფარდებული. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ყოფილ პრემიერ-მინისტრს 12-წლიანი პატიმრობა ემუქრება.