მინისტრი ამტკიცებს, რომ 21-ე სკოლაზე სამხარაულის დასკვნა 17 სექტემბერს მიიღეს
გივი მიქანაძის თქმით, გადაწყვეტილება, რომ თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში (ყოფილი მეექვსე “გერმანული სკოლა”) სასწავლო პროცესი შეჩერებულიყო, შენობის ავარიულობის შესახებ სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე მიიღეს.
"პირველების" კითხვაზე, რატომ არ იცოდნენ შენობის ავარიულობის შესახებ ორი დღის წინ და რატომ არ მოხდა შესაბამისი რეაგირება მთელი ზაფხულის განმავლობაში, განათლების მინისტრმა თქვა რომ დასკვნა სამინისტროში მხოლოდ 17 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში მიიღეს.
„სამინისტრო რა შუაშია, გეუბნებით დასკვნას ველოდებოდით. დასკვნა სანამ არ იქნებოდა წარმოდგენილი, ჩვენ არ ვიცოდით იქ რა მდგომარეობა იყო,” -უთხრა ჟურნალისტს მიქანაძემ.
მისი თქმით, თბილისის 21-ე საჯარო სკოლის შენობის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შენობის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, იქ სასწავლო პროცესის გაგრძელება უსაფრთხოების თვალსაზრისით დაუშვებელია.
მოსწავლეებისა და სკოლის პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მივიღეთ გადაწყვეტილება, სასწავლო პროცესი დროებით გაგრძელდეს ალტერნატიულ საგანმანათლებლო სივრცეში. სწავლა არ შეწყდება და მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფილი იქნება ალტერნატიული, უსაფრთხო სასწავლო გარემო.
მშობლებსა და სკოლის თანამშრომლებს სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებული კონკრეტული ინფორმაცია უმოკლეს ვადაში მიეწოდებათ.
პარალელურად, დაიწყება ყველა აუცილებელი პროცედურა თბილისის №21 საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურული პრობლემის მოსაგვარებლად. ჩვენ გვაქვს ყოველდღიური, ინტენსიური კომუნიკაცია და კოორდინაცია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან. შენობასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შესაბამისი სპეციალისტების დასკვნებისა და ტექნიკური შეფასებების საფუძველზე იქნება მიღებული“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
შეგახსენებთ, რომ სასწავლო წლის დაწყებიდან სულ რაღაც ორ დღეში, თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში (ყოფილი მეექვსე “გერმანული სკოლა”) სასწავლო პროცესის მოულოდნელად შეწყდა, რამაც მშობლების პროტესტი გამიწვია.
ასევე ნახეთ:
- თბილისის 21-ე საჯარო სკოლის შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება საბოლოოა და აღარ გადაიხედება. ამის შესახებ ცნობილი გახდა პროტესტის ფონზე გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელსაც სკოლის სამეურვეო საბჭოსა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მსგავსი სიახლეები
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე პროფესიულ აკადემიებში მიღება დაიწყო
პროგრამის ფარგლებში, ბანკი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, 20-მდე პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში, 100%-იანი დაფინანსებით დაეუფლონ მათთვის საინტერესო პროფესიას და მიიღონ პრაქტიკული ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით.