აკადემიკოს ჩახუნაშვილის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

18.09.26 17:16
აკადემიკოს ჩახუნაშვილის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

 

 

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

ექიმმა ყველა მხარდამჭერს მადლობა გადაუხადა და პირდაპირი ეთერის მეშვეობით ყველა პატიმარი გაამხნევა.

"ყველაფერი კარგად კი არა ძალიან კარგად იქნება", - თქვა ციხიდან გათავისუფლებულმა ექიმმა.  

პირველ რიგში დიდი მადლობა ყველა ჩემს მხარდამჭერს, ვინც ჩემს იქ ყოფნას განიცდიდა. ნამდვილად არ ველოდი დღეს ჩემს გათავისუფლებას. აქედან მოკითხვას ვუთვლი ჩემი საკნის ბიჭებს და ყველა პატიმარს. ყველა მინდა გავამხნევო, ვინც ციხეშია. მადლობა ჩემს ადვოკატებს, რომლებმაც მათ შორის იზრუნეს ჩემს დარწმუნებაში, მადლობა ჩემს ოჯახს. ვინმე რომ არ გამომრჩეს, ყვეა ძალიან მიყვარხართ. ყველაფერი იქნება კარგად კი არა ძალიან კარგად" - განაცხადა გიორგი ჩახუნაშვილმა. 

ჟურნალისტებმა აკადემიკოსს ჰკითხეს, უნდა მიმართონ თუ არა სხვა პატიმრებმაც პროკურატურას საპროცესოს მოთხოვნით, რაზეც გიორგი ჩახუნაშვილმა განაცხადა - "ყველამ თავისი საქმე იცის". 

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ექიმი, გოგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - აკადემიკოსი სააპელაციო სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.  

ცნობილ პედიატრს ციხის კარები შემდეგი პირობით გაუხსნეს: 3 თვე რეალური და 3 წელი პირობითი. 

პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა ამავე საქმეზე დაკავებულ ზაქრო ალბუთაშვილსაც. მასაც ხუთი წელი ჰქონდა მისჯილი.

ამ შემთხვევაში პირობა ასეთია: ერთი წელი პატიმრობა და 3 წელი პირობითი მსჯავრი. ალბუთაშვილი ციხეს ოქტომბერში დატოვებს.