ძლიერი ხანძარი რამიშვილის ქუჩაზე - ცეცხლი ავტოფარეხს გაუჩნდა

18.09.26 22:46
ძლიერი ხანძარი რამიშვილის ქუჩაზე - ცეცხლი ავტოფარეხს გაუჩნდა

ძლიერი ხანძარი ნოე რამიშვილის ქუჩაზე - ცეცხლი ავტოფარეხს გაუჩნდა.

ადგილობრივების ინფორმაციით,  იყო აფეთქების ხმაც.

როგორც “პირველებს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ცალკე მდგომ ავტოფარეხს გაუჩნდა, რომელიც ამ დროისთვის უკვე ლიკვიდრებულია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.