112-ში ზარები შეფერხებით შედის - გამოქვეყნდა ალტერნატიული საკონტაქტო ნომრები
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში ტექნიკური ხარვეზის გამო ზარები შეფერხებით შედის. ამის შესახებ ინფორმაციას თავად 112 ავრცელებს.
ცენტრის ცნობით, ტექნიკური ჯგუფი პრობლემის აღმოსაფხვრელად ინტენსიურად მუშაობს. მანამდე კი მოქალაქეებს, რომლებიც გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევაში 112-თან დაკავშირებას ვერ ახერხებენ, ალტერნატიული ნომრებით სარგებლობა შეუძლიათ:
591 544 375; 591 946 870; 591 946 840; 591 544 384; 577 011 174; 598 087 761; 599 842 206; 577 011 241.
„ტექნიკური ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება. ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის“, - ნათქვამია 112-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.