საქართველოში ირანული ავიაკომპანიების ფრენები შეწყდა
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ფრენები საქართველოში შეწყდა.
"რადიო თავისუფლება" წერს, რომ ბოლო რეისები ირანულმა ავიაკომპანიებმა 20 სექტემბერს, შეასრულეს. 21 სექტემბრიდან კი მათი საქმიანობა საქართველოს საავიაციო ბაზარზე შეზღუდული იქნება.
მიმდინარე წლის 8 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა ირანის საავიაციო სექტორის მხარდაჭერის გამო 36 კომპანიასა და ორგანიზაციას დაუწესა სანქციები. მათ შორის იყვნენ კომპანიები, რომლებიც საქართველოს მიმართულებით რეისებს ასრულებდნენ.