ხაშურის მერიას 20-წლიანი გამოცდილების რეპერი უპოვეს - დღესასწაულზე ზაზა ნოზაძე იმღერებს

21.09.26 14:49
ხაშურის მერიას 20-წლიანი გამოცდილების რეპერი უპოვეს - დღესასწაულზე ზაზა ნოზაძე იმღერებს

"გგვჭირდება 20-წლიანი გამოცდილების რეპერი" - წერია მოთხოვნაში, რომელიც ხაშურობის დღის აღსანიშნავად ხაშურის მერიამ შეადგინა.

Qartli.ge წერს, რომ ხაშურობა წელს ზემო სერის ტყეში გაიმართება, ხაშურიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით.

გამოცემამ გაარკვია, რომ დღესასწაულის ორგანიზებისთვის დაიქირავეს ინდმეწარმე გიორგი ტაბატაძე, რომელსახ 93 000 ლარს გადაუხდიან.

Qartli.ge-ს ცნობით, გიორგი ტაბატაძემ 20-წლიანი გამოცდილების რეპერი უკვე მოძებნა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხაშურობას რეპერი ზაზა ნოზაძე დაასრულებს. რამდენი შეხვდება 92 000 ლარიდან ნოზაძეს, ჯერ უცნობია.