სასახლის ღობის საქმეზე ბრალდების მხარე აქტივისტ მარიამ მეყანწიშვილისთვის ბრალის დამძიმებას ითხოვს
სასახლის ღობის საქმეზე ბრალდების მხარე აქტივისტ მარიამ მეყანწიშვილისთვის ბრალის დამძიმებას ითხოვს. ამის შესახებ დღეს გამართულ პროცესზე გახდა ცნობილი.
პროკურატურა აცხადებს, რომ საქალაქო სასამართლოს განაჩენი ქმედების პროპორციული არ იყო, რის გამოც მეორე ინსტანციას მიმართეს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.
სხვა ბრალდებულებთან მიმართებით, ამ შემთხვევაში, მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი. ამ შემთხვევაში, ბრალდების მხარემ გაასაჩივრა ერთ-ერთ მსჯავრდებულთან მიმართებით სასჯელის ნაწილში განაჩენი, მეყანწიშვილის ნაწილში. სასჯელის დამძიმება მოითხოვა ბრალდების მხარემ. გარემობებეზე ბრალდების მხარემ ისაუბრა სასამართლო პროცესზე. აქ მითითებულია რიგი გარემობები, მათ შორის ქმედების ხასიათი და სპეციფიკა, მათ შორის მთავარი ბალდებულის დამოკიდებულება, ამ შემთხვევაში უკვე მსჯავრდებულის დამოკიდებულებ ბრალად წარდგენილ ქმედებასთან მიმართებით. ნამდვილად ითვალისწინებს მუხლი იმს სასჯელს, რომელიც განსაზღვრა მოსამართლემ, თუმცა ბრალდების მხარე არ დაეთანხმა და ამ შემთხვევაში საუბარია სასჯელის მიზნებზე. ბრალდების მხარე ითხოვს სასჯელის დამძიმებას და უკვე სააპელაციო სასამართლომ უნდა განსაზღროს, სასჯელის დამძიმება რაში გამოიხატება, - თქვა პროცესის შემდეგ პროკურორმა თამარ იაკობიძემ.
თავად მარიამ მეყანწიშვილი პროკურატურის მიერ დაყენებულ შუამდგომლობას არ ეთანხმება და ამბობს, რომ ბრალდება უსაფუძვლოა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. „სასახლის ღობის საქმეზე“ ბრალდებულების მიმართ განაჩენი რამდენიმე თვის წინ გამოაცხადა. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, ნანა სანდერს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აბო ნავერიანს 5 წლით პატიმრობა, ხოლო მესამე ბრალდებულს, მარიამ მეყანწიშვილს, სასჯელის სახით ფულადი ჯარიმა განესაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ სამივე მათგანმა უარი თქვა პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, რის გამოც მათი საქმის განხილვა სასამართლოში საერთო წესით დასრულდა.
აღნიშნულ ეპიზოდზე თავდაპირველად 12 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა. თუმცა, მათგან 8 ბრალდებულმა ბრალი აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა, რის შედეგადაც პროკურატურამ მათთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა.