ნანა სანდერის ადვოკატი გამორიცხავს, რომ ბრალდებულმა საპროცესო გარიგება მისი გვერდის ავლით მოითხოვა

21.09.26 17:48
ნანა სანდერის ადვოკატი გამორიცხავს, რომ ბრალდებულმა საპროცესო გარიგება მისი გვერდის ავლით მოითხოვა

სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული ნანა სანდერის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალდების მხარისთვის საპროცესო გარიგების მოთხოვნით ამ ეტაპზე არ მიუმართავს. განმარტების გაკეთება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პროკურორმა დღეს თქვა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა პროკურატურასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა, თუმცა ვინ იყო ეს ბრალდებული, თამარ იაკობიძეს არ დაუკონკრეტებია.  

აქტივისტის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ საპროცესო შეთანხმებას სანდერის მისი გვერდის ავლით არ მოითხოვდა. 

გამოვრიცხავ იმ ინფორმაციას, რომ ნანა სანდერსსა და ბრალდების მხარეს შორის ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება. ამ ეტაპზე აღნიშნულთან დაკავშირებით ნანას ჩემთან არ უსაბრია. გამოვრიცხავ, რომ ჩემი გვერდის ავლით მოხდა განცხადებით მიმართვა, - ამბობს ადვოკატი

პროკურორი ამტკიცებს, რომ ბრალდების მხარეს საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე ერთ-ერმა მსჯავრდებულმაც მიმართა.

"ნამდვილად გიდასტურებთ, რომ ერთ-ერთმა მსჯავრდადებულმა ბრალდების მხარეს მომართა საპროცესო შეთანხმების გაფორმების შუამდგომლობით, თუმცა კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ. პირობებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია უცნობია, რადგანაც მდინარეობს მოლაპარაკების პროცესი. როგორც კი გვექნება შესაბამისი პოზიცია, შევატყობინებთ მხარეებს. მოლაპარაკების პროცესი რომ მიმდინარეობას, ამას გიდასტურებთ, თუმცა მიღწეული არ არის", - განაცხადა თამარ იაკობიძემ.