ნატა ვიბლიანის საქმეზე მიმდინარე გამოძიებაზე ადვოკატი ინფორმაციას ავრცელებს

05.11.26 18:04
ნატა ვიბლიანის საქმეზე მიმდინარე გამოძიებაზე ადვოკატი ინფორმაციას ავრცელებს

ნატა ვიბლიანის საქმეზე დასრულდა ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები - ამის შესახებ დაზარალებული ქალის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს. 

პროკურატურისგან ველოდებით არსებულ მტკიცებულებათა ობიექტურ შეფასებას, რასაც უნდა მოყვეს მყისიერი გადაწყვეტილებების მიღება.

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მეტ დეტალს ამ ეტაპზე არ გავაჟღერებ. 
დიდი მადლობა საზოგადოებას გულშემატკივრობისთვის! - დაწერა კაკაბაძემ. 

ნატა ვიბლიანს უკვე დაზარალებულის სტატუსი აქვს მინიჭებული. ქალი ამბობს, რომ 1990-იან წლებში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს. 

რა ვიცით, ნატა ვიბლიანის საქმეზე: 

  • ნატა ვიბლიანი აცხადებს, რომ 90-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი ბაჩუკი ჩხვიმიანი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს - მალხაზ ჩხვიმიანს, როდერი ჩხვიამიანს და ჯიმშერ ვიბლიანს. 
  • სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვების საფუძველზე დაახლოებით ერთი თვის წინ გამოძიება საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა დაიწყო.  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. 
  • პოლიციამ 21-22 ივლისს ნატა ვიბლიანი დისტანციურად გამოკითხა.
  • „შაბათის ეთერის“ ინფორმაციით, უკვე გამოკითხულია 30-მდე ადამიანი, მათ შორის ბაშიაჩუკ ჩხვიმიანი, მისი ოჯახის წევრები და მეზობლები. გამომძიებლებმა დაათვალიერეს ის სახლებიც, სადაც, სავარაუდოდ, დანაშაული ხდებოდა. ნატა ვიბლიანის მიერ დასახელებული მთავარი ფიგურანტი ბრალდებებს არ აღიარებს.
  • ნატა ვიბლიანს უკვე დაზარალებულის სტატუსი აქვს მინიჭებული.