მევენახეების პროტესტი კახეთში - მოსახლეობა დაკრეფილი ყურძნის ჩაბრებას ვერ ახერხებს

21.09.26 20:26
მევენახეების პროტესტი კახეთში - მოსახლეობა დაკრეფილი ყურძნის ჩაბრებას ვერ ახერხებს

 

 

 

მევენახეების პროტესტი კახეთში - ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული. ხალხმა გზის გადაკეტვაც სცადა.  

მოსახლეობა დაკრეფილი ყურძნის ჩაბრებას ვერ ახერხებს. ქარხნებში მიტანილ ყურძენზე ეუბნებიან, რომ  სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.  

პროტესტი დილიდან ყვარლის რაიონის, სოფელ შილდიდან დაიწყო, სადაც ხალხი ყურძნის დაბალ ფასად შესყიდვას აპროტესტებდა.

როგორც ისინი ამბობენ, წინასწარ აღებული სინჯებით შაქრიანობა ყურძენში ზღვარე მეტია, ხოლო ქარხანაში შემოწმების შემდეგ ეუბნებიან, რომ დაბალი შაქრიანობის გამო დაბალ ფასად უნდა ჩაიბარონ. 

ამ წუთებში ადგილზე იმყოფება ღვინის სააგენტოს ხელმძღვანელიც. მევენახეები ითხოვენ, რომ შეიცვალოს რეგულაცია, რომლის მიხედვით,  ყურძენს, რომელსაც 17 პროცენტზე დაბალი შაქრის შემცველობა აქვს, მხოლოდ 30 თეთრად იბარებენ.

ფიქრობთ რომ 30 თეთრი მისაღებია? მთავრობა, რომელმაც ეს დადგენილება მიიღო ამ ხალხის არჩეულია, ეს ხალხი მოითხოვს, რომ მოიწვიონ საგანგებო მთავრობის სხდომა და შეიცვალოს ეს დადგენილება,- ამბობენ ადგილობრივები.

მევენახეები დახმარებას ითხოვენ.  ისინი სოფელ ახალსოფელში, ერთ-ერთ საწარმოსთან არიან შეკრებილი და აცხადებენ, რომ დაშლას არ აპირებენ, რადგან არსებული თანხა მინიმალურია და ხარჯებსაც ვერ ანაზღაურებს.

დეტალები ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში