ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა.
პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ დაახლოებით 20 შეხვედრაა დაგეგმილი.
გავრცელებული ინფორმაციით, გენერალური ასამბლეის ფარგლებში რამდენიმე ვოლოდიმირ ზელენსკი რამდენიმე ორმხრივ შეხვედრას გამართავს, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.
დონალდ ტრამპის გარდა ის ასევე შეხვდება ევროპელ ლიდერებს, ამერიკელ სენატორებსა და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრებს, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, წამყვანი ამერიკული კომპანიებისა და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებს.
- ამასთან, უკრაინის დელეგაციამ ხელმოსაწერად მოამზადა დრონების შესახებ ახალი შეთანხმება.